Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე ნებისმიერ შრომას სცემს პატივს, რაგინდ დამამცირებლადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, 13 აგვისტო

    „ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში” (მარკ. 6:3).ქიმ 228.1

    ქრისტეს მორჩილი ცხოვრება მაგალითი უნდა იყოს ყველასათვის, ვინც თვითამაღლებისაკან მიისწრაფვის. თუმცა მის ხასიათში არ იყო არც ერთი ცოდვის ლაქა, მან მაინც დაიმდაბლა თავი ჩვენამდე, რათა სურდა ჩვენი დაცემული ადამიანური ბუნება თავის ღვთიურ ბუნებასთან დაეკავშირებინა...ქიმ 228.2

    მორჩილებაში დაიწყო მან თავის დიადი საქმე ჩვენი დაცემული კაცობრიობის ამოსაყვანად ღრმა ცოდვისა და გადაგვარებისაგან, იგი აღადგენდა ადამიანებს თავისი ღვთიური ძალით, რომელიც ადამიანურ ბუნებას დაუკავშირა. გვერდი აუარა რა დიდებულ ქალაქებსა და განთქმულ სამეცნიერო ცენტრებს, მან თავის სამშობლოდ მოკრძალებული და პროვინციული სოფელი ნაზარეთი აირჩია. იქ გაატარა მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი, თუმცა ხალხში ამბობდნენ, რომ ნაზარეთიდან არანაირი სიკეთე არ შეიძლება გამოვიდეს. ცხოვრობდა რა დედამიწაზე, იმ გზებით დადიოდა, რომლებზეც უწევდათ სიარული საწყალთ, ტანჯულთ და უბადრუკთ. აქ, დედამიწაზე, მან იტვირთა ყველა ტანჯვა, რაც კი მწუხარეთ გადაუტანიათ... მისი ოჯახი არც განათლებით, არც სიმდიდრით ან საზოგადოებაში კარგი მდგომარეობით არ გამოირჩეოდა. მრავალი წელი შრომობდა იგი ლუკმაპურის მოსაპოვებლად სადურგლო სახელოსნოში.ქიმ 228.3

    იუდეველები ამყად აცხადებდნენ, რომ ქრისტე მოვა როგორც მეფე, დაამარცხებს თავის მტრებს და რისხვით გაანადგურებს წარმართებს, მაგრამ მოკრძალებული, ჩვენი მაცხოვრის მორჩილი ცხოვრება, რომელსაც უნდა ეპოვა მისთვის ადამიანთა გულებისაკენ მიმავალი გზა და მათში მისი მისიისადმი რწმენა ჩაენერგა, შეურაცხყოფდა და იმედს უცრუებდა ებრაელებს და ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორ ეპყრობოდნენ ისინი მას...ქიმ 228.4

    ქრისტე ხოტბას არ ასხამდა ადამიანებს და არც მათ ამპარტავნობას იწონებდა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. თუკი ადამიანის სიამაყე არ გაქრება, თუკი ჯიუტი გული ქრისტეს სულის ზემოქმედებით არ გახდება ნაზი და რბილი, ის ვერ შეძლებს ჩვენში თავისი ღვთიური მსგავსების აღბეჭდვას. ის, მოკრძალებული ნაზარეველი, შეძლებდა წუთისოფლის ამპარტავნობის შერცხვენას, რადგან ზეციური სავანეების მბრძანებელი იყო. მაგრამ ჩვენს წუთისოფელში მორჩილებაში მოვიდა იმ მიზნით, რომ ეჩვენებინა, ზეციური სამყარო აფასებს და პატივს სცემს არა სიმდიდრეს ან მდგომარეობას, არამედ მათ, ვინც ქრისტეს მიჰყვება და მისი მადლის ძალით ნებისმიერ მოწოდებასა და შრომას თავისი ხასიათის საპატიო სათნოებად გადააქცევს.ქიმ 228.5

    არავის აქვს უფლება ამპარტავნულად განადიდოს საკუთარი თავი. „რადგან განდიდებული და ამაღლებული ამბობს ასე, მარადმყოფი და რომლის სახელი წმიდაა: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვდგავარ მე, მაგრამ შემუსვრილთან და სულით თვინიერთან, რათა გამოაცოცხლოს თვინიერთა სული და გამოაცოცხლოს შემუსვრილთა გული”.ქიმ 228.6