Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ბაბილონის მშენებელნი დღესაც არსებობენ, 4 მარტი

    „უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს. აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად, და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი” (ფსალმ. 32:10, 11).ქიმ 66.1

    ბაბილონელ მშენებელთა გეგმები სამარცხვინოდ ჩაიფუშა. Pატივმოყვარეობის ძეგლი მათივე უაზრობის ძეგლად იქცა. მაგრამ ადამიანები კვლავ ჯიუტად განაგრძობდნენ თავიანთ საქმეს საკუთარ ძალებზე დაყრდნობით და უფლის კანონის უარყოფით. ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა სატანაც, როცა თავისი მიზნის განხორციელებას ცდილობდა. იგივე გრძნობით ხელმძღვანელობდა კაენი თავისი მსხვერპლის შეწირვისას.ქიმ 66.2

    დღესაც ბლომად არიან ასეთი კოშკის მშენებლები. ურწმუნო ადამიანები თავიანთ თეორიებს მეცნიერულ დასკვნებზე აგებენ და ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას უარყოფენ. ისინი ბედავენ ღვთიური მმართველობის პრინციპების კრიტიკას. ისინი უარყოფენ უზენაესის კანონებს და ამაყობენ ადამიანური გონების განვითარებით. რაკი „სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას” (ეკლ. 8:11).ქიმ 66.3

    ე. წ. ქრისტიანულ სამყაროში ბევრი ყურადღებას არ უთმობს ბიბლიურ ჭეშმარიტებებს და თავის რწმენას ადამიანურ გამოცდილებაზე და ყურის საამებელ ზღაპრებზე აგებს, ამავე დროს მათ მიერ აღმართულ კოშკს ზეცასთან დაახლოების საშუალებად წარმოგვიდგენს. ადამიანები კი აღტაცებით უსმენენ მჭერმეტყველურ სიტყვებს იმის შესახებ, რომ ურჯულო არ მოკვდება და რომ ადამიანი უფლის კანონის დაცვის გარეშეც გადარჩება. ეს, ე. წ. ქრისტეს მიმდევრები, მიაღწევდნენ ერთიანობას, უფლის საზომით რომ ეხელმძღვანელათ. მაგრამ, სანამ ადამიანურ სიბრძნეს ღვთის სიტყვაზე მაღლა აყენებენ, მანამ იარსებებს სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო რელიგიური მიმართულებები და სექტები, რასაც ზუსტად განსაზღვრავს სიტყვა „ბაბილონი” და რასაც წინასწარმეტყველება (იხ. გამოცხ. 14:8; 18:2) ბოლო ჟამის მიწიერ ვნებათა მოყვარულ ეკლესიებს უწოდებს.ქიმ 66.4

    ბევრი საკუთარი სამეფოს შექმნას სიმდიდრისა და ძალაუფლების შეძენით ცდილობს. ისინი „ყველას დასცინიან... ქედმაღლურად ლაპარაკობენ” (ფსალმ. 72:8), თელავენ ადამიანთა უფლებებს და სძულთ ღვთიური ავტორიტეტი. და ერთხანს შეიძლება მოგვეჩვენოს კიდეც, რომ ურჯულონი ყოვლისშემძლენი და ძლიერნი არიან, მაგრამ მათი საბოლოო ხვედრია იმედების გაცრუება და ტანჯვა.ქიმ 66.5

    უფლის სამსჯავროს ჟამი ძლიერ მოახლოებულია. მალე გამოჩნდება ყოვლადძლიერი და დახედავს, თუ რა ააშენეს ადამის შვილებმა და გამოავლენს თავის უზენაეს ძალაუფლებას და ამაყი ადამიანური გონების მიღწევები ფერფლად იქცევა... „ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს. თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს” (ფსალმ. 32:13, 14). „უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს. აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად, და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი” (ფსალმ. 32:10, 11).ქიმ 66.6