Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ზოგიერთი მორჩილების ნაცვლად აირჩევს ამბოხს, 7 დეკემბერი

    „და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ” (მათ. 25:32, 33).ქიმ 344.1

    სატანური ძალები ღმერთს უპირისპირებენ ადამიანის ნებას. უკანასკნელ დიად ბრძოლაში ხალხი ეცდება სამსჯავროზე გამოიყვანოს ღმერთი და გამოუტანოს განაჩენი, განიკითხოს მისი რჯული წუთისოფლის საზომით. მაგრამ უმაღლესი გამგებელი ყველას მიუზღავს მათი საქმეების მიხედვით. ცა ელის ამას. მაშინ ყველა მიიღებს შესაძლებლობას აირჩიოს, ვის მხარეზე იქნება.ქიმ 344.2

    ამჟამად ყველა წყვეტს თავის მარადიულ ბედს. ღმერთი უცხადებს წუთისოფელს თავისი სიტყვის ნათელს, მაგრამ ზოგი მორჩილებას ამბოხს ამჯობინებს და ამ გადაწყვეტილებას მარადიული შედეგები ექნება. ცოდვილი შეგნებულად ემიჯნება სიტყვებს: „ასე ამბობს უფალი” და უერთდება სატანის ცრუ სიტყვებს. განა ღმერთმა არ თქვა თავისი სიტყვა? განა მან არ გამოაცხადა, რა მოტივებია საზიანო ადამიანთა გულებისთვის? თავიანთი წინააღმდეგობით ცოდვილნი უჯანყდებიან ღვთის სიტყვას, ძალაუფლებასა და სახელს და ამბობენ: „არ გვსურს ამ ადამიანმა იმეფოს ჩვენზე”.ქიმ 344.3

    თქვენ მოგიწევთ რომელიმე მხარეს დადგომა. თქვენ დასაჩუქრდებით, თუ იქნებით მორჩილი, დაუკავშირდებით ღმერთს ვითარცა მისი შვილები. მეორე მხრივ, წერილებში ასახულია სამსჯავროს სურათი. როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, დასხდება სამსჯავრო და გადაიშლება წიგნები და ყოველი განისჯება წიგნებში ჩაწერილის შესაბამისად...ქიმ 344.4

    წუთისოფელს კვლავ გაანადგურებს წარღვნა, ოღონდ წყლის კი არა, ცეცხლისა... მამებმა და დედებმა უნდა გაიღვიძონ და გაიაზრონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, რათა თავისი საქციელით ხელი არ შეუწყონ მეამბოხე სულის გაღვივებას ბავშვებში. ჩვენ სიღრმისეულად ვგრძნობთ საშიშროებას, რომელიც ჩასაფრებულია ამ ბოლო ჟამს. მაგრამ უფალი ხედავს და ესმის ყველა ჩვენი გაჭირვება...ქიმ 344.5

    თქვენ თავს მინდობილნი, ვერასოდეს გამოიყენებთ მართებულად საკუთარ მსჯელობას. მაგრამ უფალი არ დაგტოვებთ მარტო. იგი თან გახლავთ სულიწმიდით და გთავაზობთ არჩევანს.ქიმ 344.6