Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ერთ ცოდვას ხშირად მეორე ცოდვა მოჰყვება ხოლმე, 20 მაისი

    „დიდად განრისხდა დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი” (2 მეფ. 12:5).ქიმ 143.1

    მეტად თავშეკავებულია ბიბლია ადამიანის ქებისას. ნაკლებად მოიხსენიებს იგი საუკეთესო ადამიანთა დამსახურებებსაც კი. ეს დუმილი შემთხვევითი არაა, ეს მაგალითი და გაკვეთილია ჩვენთვის. ადამიანების ყველა ღირსეული თვისება უფლის მიერ ბოძებული ნიჭია. მათი კეთილი საქმეები სრულქმნილი ხდება ღვთის მადლით იესო ქრისტეს მეშვეობით...ქიმ 143.2

    თვითდაჯერებულობამ და თვითგანდიდებამ უბიძგა დავითს დაცემის გზისაკენ... აღმოსავლეთის მეფეთა შორის გავრცელებული წესის თანახმად, მეფე არავითარ შემთხვევაში არ განიკითხებოდა იმ დანაშაულებათა გამო, რომლებიც დაუშვებლად ითვლებოდა მისი ქვეშევრდომებისათვის. მონარქზე არ ვრცელდებოდა თავშეკავების კანონი, რომელსაც მისი ქვეშევრდომნი უნდა დამორჩილებოდნენ. ყოველივე ამან დავითს ცოდვაზე წარმოდგენა შეუსუსტა... სატანას როგორც კი მიეცემა შესაძლებლობა, მოაშოროს ადამიანი ღმერთს - ძალისა და ძლიერების ერთადერთ წყაროს, მაშინვე ცდილობს, უწმინდური სურვილები გაუღვიძოს ადამიანის ხორციელ გულს...ქიმ 143.3

    მაგრამ განცხრომაში მყოფი დავითი აღარ მიენდო ღმერთს, უსმინა სატანის ცდუნებას და სული ცოდვით გაიუწმინდურა... ბათშებაყი, რომლის სილამაზეც საბედისწერო გახდა დავითისათვის და სატანის მიერ დაგებულ მახედ იქცა, ცოლი იყო ურია ხეთელისა, მეფის ერთერთი ყველაზე მამაცი და ერთგული მეომრისა... მრავალჯერ სცადა დავითმა თავისი დანაშაულის კვალის დაფარვა, მაგრამ ამაოდ. სატანის ნებას დაემორჩილა იგი... სხვა ვერაფერი გამოსავალი ნახა, გარდა ერთისა... და, სასოწარკვეთილმა, მრუშობის დანაშაულს უმალ მკვლელობის ცოდვაც დაუმატა...ქიმ 143.4

    ნათან წინასწარმეტყველს დაევალა დავითთან წასვლა და მისი მხილება. მეტად სასტიკი იყო ეს მხილება. მხოლოდ გამონაკლისს მბრძანებელთა შორის შეუძლია, მოისმინოს ასეთი მკაცრი მხილება და მიუტევოს მამხილებელს... ნათანმა მიმართა დავითს, როგორც ზეცის რჩეულს და ადამიანის უფლებათა დამცველს და მოუთხრო ამბავი ერთი დიდი უსამართლობისა და ძალადობისა, შურისგებას რომ ითხოვდა...ქიმ 143.5

    გამჭოლი მზერა ესროლა ნათანმა მეფეს, შემდეგ ხელი ცისკენ აღმართა და ხმამაღლა წარმოთქვა: „შენ ხარ ის კაცი”. „რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში?”ქიმ 143.6

    დამნაშავენი, დავითის მსგავსად, შეეცდებიან თავიანთი ცოდვების დამალვას; ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ სამუდამოდ დაფარონ ადამიანის თვალთაგან ჩადენილი ბოროტება, მაგრამ „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს (ებრ. 4:13)...ქიმ 143.7

    სულის სიღრმემდე შესძრა დავითი წინასწარმეტყველის სიტყვებმა. სინდისმა დაუწყო ქენჯნა; თვალწინ დაუდგა ჩადენილი დანაშაულის საშინელება. მოიდრიკა მისი სული უზენაესის წინაშე და მთრთოლვარე ბაგეებით წარმოთქვა: „შევცოდე უფალს”.ქიმ 143.8