Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გამოცდის შემდეგ გამომსყიდველი ნუგეშცემულია, 7 ივლისი

    „მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას” (მათ. 4:11).ქიმ 191.1

    როცა მტერი განშორდა იესოს, იგი ქანცგაწყვეტილი დაეცა მიწაზე. მან ჩააბარა გამოცდა, მაგრამ ახლა ბრძოლის ველზე ძალაგამოცლილი დარჩა. რომელი ადამიანის ხელი დაუკავებდა თავს? ვინ მოუვლიდა, დააპურებდა და ძალას დაუბრუნებდა? ნუთუ სასიკვდილოდაა განწირული ასეთი გამარჯვების შემდეგ? ო, არა, ზეციური ანგელოზები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ამ შერკინებას და ახლა, როცა ის მომაკვდავივით წევს, მოვიდნენ, რათა ემსახურონ უფლის ძეს. მათ დააპურეს, გაამხნევეს მამის სიყვარულის შესახებ ცნობით და დაარწმუნეს, რომ ზეცა ხარობდა მისი გამარჯვებით. ქრისტე დაბრუნდა უდაბნოდან, რათა ემცნო ყველასათვის წყალობისა და ხსნის ამბავი.ქიმ 191.2

    რა მოხდებოდა სატანას რომ გაემარჯვა? გვექნებოდა კი გამარჯვების იმედი? ქრისტე მოვიდა, რათა უცოდველ სამყაროს, ანგელოზებს და კაცობრიობის მთელ მოდგმას გამოუცხადოს, რომ უფლის კანონში არ არის ისეთი შეზღუდვები, რომელთა შესრულება შეუძლებელია. ის მოვიდა, რათა გვეხილა ღმერთი ადამიანის ხორცში. მან შეასრულა ყველა მოთხოვნა, რომელიც ჩვენ მოგვეთხოვება.ქიმ 191.3

    სატანასთან ბრძოლაში ადამიანებსაც ეძლევა იგივე დახმარება, რაც ქრისტემ მიიღო. ისინი სულაც არ არიან დამარცხებისათვის განწირული და შეუძლიათ გამარჯვების მოპოვება უფლის ძალით, რომელსაც უყვარს ისინი და მათთვის სიცოცხლეც კი გაიღო... განკაცებული უფლის ძე ებრძოდა იგივე დაუნდობელ და, ერთი შეხედვით, დაუძლეველ ცდუნებებს, კერძოდ: ცდუნებას მადასთან დაკავშირებით, ცდუნებას თავდაჯერებულად წასვლის თაობაზე იმ ადგილებში, სადაც უფალი არ გვაგზავნის და ცდუნებას ამ საუკუნის ღმერთის თაყვანისცემისა და ნეტარი მარადიულობის მსხვერპლად გაღებისა მიწიერი ცხოვრებით ტკბობის გამო. ყველა გამოიცდება, მაგრამ უფლის სიტყვა ამბობს, რომ ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს გამოცდას შესაძლებლობაზე მეტად. ჩვენ გვეყოფა ძალა ვერაგ მტერთან საბრძოლველად და მის დასამარცხებლად.ქიმ 191.4

    თითოეულს ელის ზეცის დაპყრობა და ჯოჯოხეთის დამარცხება და ზეციური ანგელოზები მუდამ მზად არიან გამოცდის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად. უსაზღვრო ღმერთის ძე ჩვენს გამო გამოიცადა და ევნო. ყოველი ადამიანის წინაშე ჩნდება გოლგოთის ჯვრის მკაფიო ანარეკლი. როდესაც თითოეული განისჯება თავისი საქმეების მიხედვით და ბევრს სატანჯველად გადასცემენ ღმერთისადმი სიძულვილის და იმის გამო, რომ თავისი ურჩობით შებღალეს მისი სახელი, ვერავინ იპოვის გამართლებას, რადგან არც ერთი კაცთაგანი არ იყო სასიკვდილოდ განწირული. მათ თავად აირჩიეს თავისი ცხოვრების მეუფე: ქრისტე ან სატანა. დიდი გამოცდის ჟამს ყველასათვის მისაწვდომი იქნება ის დახმარება, რომელსაც ქრისტე იღებდა.ქიმ 191.5