Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    როგორც იქნა, ვიხილავთ მეფეს მთელი მისი სიმშვენიერით, 26 ივლისი

    „ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია” (გამოცხ. 2:7).ქიმ 210.1

    თუკი გრძნობთ, რომ წინააღმდეგობის სულისკვეთება გაგაჩნიათ ვინმეს მიმართ, წადით და ელაპარაკეთ ქრისტეს სიყვარულზე ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ მოწმობა ჭეშმარიტების სასარგებლოდ. ელაპარაკეთ ქრისტეს მომხიბვლელობაზე და თქვენს გულში დამკვიდრებული უწმინდური სული, დაგტოვებთ თქვენ. ჩვენ გვჭირდება სასოება ყოვლადძლიერისადმი და მტერზე გამარჯვების გამოცდილება. ჩვენ ვერ დავუშვებთ მარადიული სიცოცხლის დაკარგვას.ქიმ 210.2

    უნდა გითხრათ, რომ საჭიროა მარადისობისაკენ სწრაფვა, ამაზე უნდა ვილოცოთ და ამისათვის აუცილებელია შრომა. ვერ მოვხვდებით ზეცაში ჩვენი უწმიდური ხასიათის თვისებებით...ქიმ 210.3

    ნუ დაკარგავთ დროს ოპონენტებთან პოლემიკაზე, რადგან მტერი სხვებს უკარნახებს საკმარის არგუმენტებს, რათა კამათში ჩაგითრიოთ. თქვენი ძალა ჭეშმარიტების დამტკიცებაშია. როდესაც ეშმაკი შეხვდა ქრისტეს უდაბნოში, უფალმა არ დაიწყო მასთან კამათი. სატანა აცდუნებდა მას სასწაული მოეხდინა და შეექმნა პური. ქრისტეს რომ ეს გაეკეთებინა, ის მტერს გადამწყვეტ უპირატესობას მიანიჭებდა, რადგან სატანა (შეძლებდა წარმოედგინა თავის ძალის ანალოგიური მტკიცებულება) შეძლებდა თავისი ძალის ანალოგიურ მტკიცებულებას...ქიმ 210.4

    ამიტომ, თუკი დღეს ვინმე ჭეშმარიტებას შეეწინააღმდეგება, რათა წონასწორობა დაგაკარგვინოთ, ნუ აყვებით მის პროვოკაციას და ჭეშმარიტების დამტკიცების ბილიკიდან ნუ გადაუხვევთ. ყოველთვის მოიშველიეთ სიტყვები: „ასე ამბობს უფალი” და, მერწმუნეთ, მტერი ძალიან მალე დაგტოვებთ...ქიმ 210.5

    თავი ავარიდოთ ბრძოლას, რომელშიც მტერს სურს ჩვენი ჩათრევა და სერიოზულად ვიშრომოთ იმისათვის, რომ დავამარცხოთ ჩვენი მემკვიდრეობითი და შეძენილი მიდრეკილება ბოროტებისადმი. მოდით, შევთხოვოთ ღმერთს, რათა გვიხსნას კამათისადმი მიდრეკილებისაგან და მოგვცეს სიცოცხლე და ქრისტესადმი სიყვარული...ქიმ 210.6

    ჩვენ ზეცა უნდა დავიპყროთ და ქრისტეს სურს, რომ ჩვენ ეს გამოგვივიდეს. ის მოკვდა, რათა ჩვენ იქ მოვხვდეთ. ყველა, ვინც ღვთის სასუფეველში მოხვდება, ადიდებს მას და არა რომელიმე ადამიანს. ქრისტე გაგვიღებს ოქროს კარიბჭეს და მიგვიწვევს თავისთან...ქიმ 210.7

    მაგრამ ზეცაში უნდა შევიდეთ უკვე აქ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს მოვხვდებით იქ მომავალში. უკვე აქ, დედამიწაზე უნდა დავიწყოთ ცხოვრება ქრისტეს ცხოვრებით და იგი სამოთხედ გადაიქცევა ჩვენთვის და იმათთვის, ვინც ჩვენთან ურთიერთობს... ბოლოს და ბოლოს დაინახავთ მეფეს მთელი მისი სიმშვენიერით. თქვენ დაინახავთ მის შეუდარებელ მშვენიერებას, ოქროს ჩანგზე შეხებით აღივსება ზეცა დახვეწილი ჰანგებით და გალობით კრავის სადიდებლად.ქიმ 210.8