Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენი ხასიათი ხშირად ჩვენს საქმეებში ვლინდება, 25 მარტი

    „და ისრაელს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი. და დაუმზადა მას ჭრელი კვართი” (დაბ. 37:3).ქიმ 87.1

    იაკობმა რწმენის მემკვიდრეობა ამჯობინა. იგი სხვადასხვა გზებით შეეცადა მის მიღებას: თვალთმაქცობით, ვერაგული სიცრუით. მაგრამ უფალმა დაუშვა, რომ ჩადენილი ცოდვა იაკობს გამოსწორებაში დახმარებოდა. იაკობის ცოდვას და მისგან გამოწვეულ მოვლენებს მრავალი სამწუხარო შედეგი მოჰყვა, რამაც მწარე ნაყოფი გამოიღო მისი ვაჟების ხასიათში და ცხოვრებაში.ქიმ 87.2

    თუმცა მათ შორის იყო ერთი, რომელიც თავისი ხასიათით მათგან მკვეთრად გამოირჩეოდა, - რახელის უფროსი ვაჟი, იოსები, რომელშიც ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყმოდა იშვიათი გარეგნული სილამაზე და სულის მშვენიერება. იგი უსმენდა მამის დარიგებებს და მორჩილად ასრულებდა უფლის მითითებებს. დედის სიკვდილის შემდეგ მთელი გრძნობები მან მამისკენ მიმართა და იაკობმაც მთელი გულით შეიყვარა ეს ნაგვიანევი შვილი.ქიმ 87.3

    მაგრამ ეს სიყვარულიც კი განხეთქილებისა და მწუხარების მიზეზი გახდა. იაკობმა დაუფიქრებლად გამოთქვა უპირატესობა იოსების მიმართ, რამაც შური გამოიწვია მის დანარჩენ შვილებში. იაკობის წინდაუხედავმა ნაბიჯმა - იოსებისათვის ეჩუქებინა ძვირფასი კვართი, რომელსაც, ჩვეულებრივ, წარჩინებული ადამიანები ატარებდნენ, - კიდევ ერთხელ დაამტკიცა იოსებისადმი მამის განსაკუთრებული ყურადღება. ძმების ეჭვი უფრო გაძლიერდა, როცა ყმაწვილმა ერთხელ თავისი სიზმარი უამბო.ქიმ 87.4

    როცა ყმაწვილი ძმებს სიზმარს უყვებოდა, მისი სულიწმიდით გასხივოსნებული, მშვენიერი სახე ისეთ საოცარ ნათელს გამოსცემდა, რომ ძმები აღტაცებას ვერ მალავდნენ. მაგრამ მათ არ მოისურვეს ბოროტების გზის დატოვება და შეიძულეს სიწმინდე, რომელიც მარად ამხელდა მათ ცოდვებს.ქიმ 87.5

    საძოვრების მოსაძებნად ძმებს უხდებოდათ ადგილების გამოცვლა, დრო გადიოდა და მათგან არაფერი ისმოდა. მამა წუხდა, ამიტომ იოსებს დაავალა მათი მოძებნა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ძმებს ცუდი არაფერი შეემთხვათ. იოსები ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სიყვარულით მიუახლოვდა ძმებს, მაგრამ მისალმების ნაცვლად შურისძიების რისხვით ანთებული ძმების თვალები შემოეფეთა. იოსები დაიჭირეს და ტანსაცმელი შემოახიეს. უხეშად წაათრიეს იგი ღრმა ჭისაკენ, ერთხელ კიდევ დარწმუნდნენ, რომ იქიდან ვერსად გაიქცევა და შიგ ჩააგდეს. დატოვეს იოსები ჭაში, რათა შიმშილით მომკვდარიყო იქ, თავად კი „დასხდნენ პურის საჭმელად”.ქიმ 87.6

    მაგრამ ზოგიერთ მათგანს ამ საქციელმა მოსვენება დაუკარგა, რადგან შურისძიებამ ის კმაყოფილება ვერ მოუტანა, რასაც ელოდნენ. მალე შორიდან სავაჭრო ქარავანი გამოჩნდა.ქიმ 87.7