Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    შაბათის მნიშვნელობა, 12 იანვარი

    „და გასრულდა ცა და მიწა, და მთელი მათი მხედრობა. და მეშვიდე დღეს დაასრულა ღმერთმა თავისი საქმე. და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც აკეთებდა” (დაბ. 2:1, 2).ქიმ 14.1

    ადამიანთა ფილოსოფია ამტკიცებს, რომ სამყაროს შექმნა განუსაზღვრელ დროს მოიცავდა. იზიარებს ამ აზრს ღმერთი? არა. ის ამბობს: „და ჩემს შორის და ისრაელის ძეთა შორის ნიშანია იგი საუკუნოდ, რადგან ექვს დღეში (და არა ექვსი განუსაზღვრელი დროის პერიოდში, რადგან მაშინ ჩვენ არ გვექნებოდა შესაძლებლობა, დაგვეცვა დღე, რომელიც მითითებულია მეოთხე მცნებაში) შექმნა უფალმა ცა და მიწა, და მეშვიდე დღეს იუქმა და დაისვენა”. ყურადღებით წაიკითხეთ მეორე რჯულის მე5 თავი. ღმერთი კვლავ ამბობს: „დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაჰყო იგი...”ქიმ 14.2

    თუმცა, ხშირად ადამიანები, რომელთაც წინ უდევთ ცოცხალი სიტყვა და აცხადებენ, რომ სახარებას ქადაგებენ, სთავაზობენ მსმენელებს ადამიანურ აზრებს, სწავლებასა და მცნებებს. ისინი აუქმებენ უფლის კანონს თავისი ლეგენდებით. აზრი იმის შესახებ, თითქოს სამყარო შეიქმნა დროის განუსაზღვრელ პერიოდში ეს სატანის ერთერთი სიცრუეა. ღმერთი ადამიანთა მოდგმას მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრება. ეს საკითხი მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა და არ დაუტოვა ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თეორიების მიხედვით გადაეწყვიტათ იგი. როდესაც უფალი ამბობს, რომ შექმნა სამყარო ექვს დღეში და მეშვიდე დღეს დაისვენა, მხედველობაში აქვს დღე - ოცდაოთხსაათიანი პერიოდი, რომელიც მზის ამოსვლითა და ჩასვლით აღნიშნა.ქიმ 14.3

    ღმერთი სასიკვდილო განაჩენს არ გამოიტანდა შაბათის უპატივცემულობის გამო, თუკი თავის ხალხს არ გაუხსნიდა მკაფიო და ნათელ ცნებას შაბათის შესახებ... როდესაც დედამიწას ჩაეყარა საფუძველი, შაბათსაც ჩაეყარა საფუძველი. როდესაც ერთად მღეროდნენ ცისკრის ვარსკვლავნი და ხარობდნენ უფლის შვილები, ღმერთმა დაინახა, რომ შაბათი აუცილებელია ადამისა და ევასათვის სამოთხეშიც კი. აჩუქა რა მათ შაბათი, ღმერთი ითვალისწინებდა მათ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.ქიმ 14.4

    ღმერთმა სამყარო ექვსი ნამდვილი დღის მანძილზე შექმნა, ხოლო მეშვიდე ნამდვილ დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისაგან, რომელსაც აკეთებდა. ამრიგად, მან ხალხს მისცა ექვსი დღე შრომისათვის... გამოყო რა შაბათი, მან აღმართა ძეგლი წუთისოფელში. მან არ გამოყო რომელიმე სხვა დღე, არამედ კონკრეტული - მეშვიდე დღე. და როგორც შაბათის დამცველები, ვუჩვენებთ ყველას, რომ ვაღიარებთ ღმერთს ცისა და მიწის შემოქმედად და ცოცხალ ღმერთად.ქიმ 14.5