Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მოვძებნით უსაფრთხო ადგილს, როცა უკვე ძალიან გვიან იქნება?, 24 თებერვალი

    „იჩქეფეს უფსკრულის დიდმა წყაროებმა და გაიხსნენ ცის სარკმელნი” (დაბ. 7:11).ქიმ 57.1

    წარღვნამდელი მსოფლიოს ხალხმა გაფრთხილება მიიღო, მაგრამ მატიანე გვამცნობს, რომ მათ ყურად არ იღეს იგი იმ დღემდე, როცა წარღვნა მოვიდა და ყველა გაანადგურა... ისინი ხედავდნენ, თუ როგორ შედიოდა ნოე თავის ცოლთან და ვაჟებთან ერთად ამ თავშესაფარში სტიქიისაგან თავდასაღწევად, სადაც მთელი კვირა წვიმის მოსვლას ელოდნენ... ყოველდღე ამოდიოდა მზე და კაშკაშებდა ცის კამარაზე და ყოველდღე ნოე იდგა დაეჭვების ცდუნების წინაშე. მაგრამ უფალმა თქვა, რომ იქნება წარღვნა და ნოეც მტკიცედ ეყრდნობოდა ამ სიტყვას.ქიმ 57.2

    შვიდი დღის მიწურულს ღრუბლები შეიკრა ცაზე. ეს ახალი სანახაობა იყო, რადგან აქამდე ღრუბლები არავის ენახა... ღრუბლები სულ უფრო და უფრო სქელდებოდა და წვიმის პირველი წვეთებიც დაეცა დედამიწას. თუმცა ადამიანები თავს იმშვიდებდნენ, თვლიდნენ, რომ საგანგაშო არაფერი ხდება. მაგრამ მალე მათ მოეჩვენათ, თითქოს გაიხსნა მრავალი ზეციური სარკმელი, რადგან წვიმა საშინელ თავსხმად იქცა. თავიდან მიწა ისრუტავდა წყალს, მაგრამ მალე დაიწყო წყლის დონის სწრაფი ზრდა და იგი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო იმატებდა. ყოველ დილით, როცა ხალხი ხედავდა, რომ წვიმა არ წყდებოდა, სასოწარკვეთილი უყურებდა ერთმანეთს და ყოველ საღამოს ამბობდა: „წვიმა ჯერ კიდევ მოდის!” ერთი და იგივე სცენა ყოველ დილით და ყოველ საღამოს მეორდებოდა.ქიმ 57.3

    კოკისპირული წვიმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მოდიოდა. წყალმა სახლებში შეაღწია და ადამიანებმა იმ ტაძრების სახურავებს შეაფარეს თავი, რომლებიც კერპების თაყვანსაცემად აღმართეს. მაგრამ სტიქიამ ეს ტაძრებიც გადარეცხა. დედამიწის ქერქი დასკდა და მიწისქვეშა წყლები აზვირთდა და უზარმაზარ ქვებს ჰაერში აბურთავებდა.ქიმ 57.4

    პანიკური შიშით შეპყრობილი ადამიანები ყველგან თავშესაფარს ეძებდნენ, დადგა დრო, როცა ისინი სიხარულით მიიღებდნენ კიდობანში შესვლის მოწვევას. სიკვდილის საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანები ყვიროდნენ: „ნეტავ როგორმე უსაფრთხო ადგილი გვაპოვნინა!” ზოგიერთები გულის გამაწვრილებლად კიოდნენ და მუდარით შესთხოვდნენ ნოეს კიდობანში შეშვებას. მაგრამ მათი ხმები სტიქიის მრისხანე ღრიალში იძირებოდა. ვიღაცეებს კიდობნისთვის ხელი ჩაეჭიდათ, ვიდრე მაღალი ტალღების ქვეშ არ მოყვნენ და არ ჩაიძირნენ. ღმერთმა კიდობანში ისინი ჩაკეტა, ვინც ირწმუნა მისი სიტყვების, სხვებს კი შესვლა უკვე აღარ შეეძლოთ.ქიმ 57.5

    მშობლები ბავშვებთან ერთად გადარჩენილი ხეების ყველაზე მაღალ ტოტებს ეძებდნენ, მაგრამ მათთან მიღწევას ვერ ასწრებდნენ, რადგან ქარი ამსხვრევდა ტოტებს და ხალხი აქაფებულ მორევში ეშვებოდა...ქიმ 57.6

    სად იყო ახლა კიდობანი და ისინი, ვისაც ეს ადამიანები დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ? ღვთის ძალით დაცული უზარმაზარი ხომალდი მტკიცედ მიცურავდა წყლებზე და ნოე თავისი ოჯახით სრულ უსაფრთხოებაში იმყოფებოდა.ქიმ 57.7