Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტემ დაამტკიცა, რომ ჩვენც შეგვიძლია მცნებების დაცვა, 4 ივლისი

    „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ” (მათ. 4:3).ქიმ 188.1

    ქრისტე ვერ შეძლებდა დაცემულ კაცობრიობასთან ურთიერთობას და ვერც ჩვენი გამომსყიდველი გახდებოდა, მისი ღვთიური ბუნება ადამიანური ბუნებით რომ არ შემოსილიყო. მას ყველა ჩვენი ცდუნების ძალა უნდა მოესინჯა, გაევლო ყველა ჩვენი გამოცდა და წუხილი, რათა ჭეშმარიტად მხსნელი გამხდარიყო... სატანა, უძლიერესი მტერი, ზეციდან გაძევებული, დიდი ხანია მიწიერ ხელმწიფებაზე აცხადებდა პრეტენზიას. ქრისტე ჩვენი სულების მტრის დასამარცხებლად მოვიდა, რათა ღვთიური მადლის ძალით ჩვენც გაგვემარჯვა ჩვენი სულების მტერზე. ქრისტემ, კაცობრიობის მეთაურმა თავისი სრულყოფილი მორჩილებით უჩვენა სამყაროს, რომ ადამიანებს შეუძლიათ უფლის მცნებების დაცვა.ქიმ 188.2

    ყველა ვითარებაში: კეთილდღეობასა და გასაჭირში, საქორწინო ნადიმზე თუ მწუხარებაში შიმშილის გამო, ქრისტე უფლის კანონის ყველა დებულების ერთგული რჩებოდა, სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობდა და ცდილობდა სამაგალითო ყოფილიყო ყველასათვის. მან ყველა გასაჭირი გადაიტანა, რომელიც თავს ატყდება საწყალ და შეჭირვებულ ხალხს. ის უცოდველი იტანდა დაღლილობასა და შიმშილს. მას ესმის ყველა ჩვენი გაჭირვება. ბავშვობიდან მოწიფულობის ასაკამდე ის მორჩილების გამოცდას გადიოდა.ქიმ 188.3

    როდესაც იესო ცდუნების უდაბნოში გაეშურა, სულიწმიდამ ატარა იგი. ის ცდუნების შესაგებებლად არ მიდიოდა, არამედ გაემართა უდაბნოში, რათა ღმერთთან განმარტოებულიყო, დაფიქრებულიყო თავის მისიაზე და მომავალ საქმიანობაზე. მარხვითა და ლოცვით უნდა გაძლიერებულიყო, რათა თავისი ჯვარი ეტარებინა. მაგრამ სატანამ იცოდა, რომ მხსნელი უდაბნოში განმარტოვდა და ეს იყო მისთვის ყველაზე შესაფერისი შესაძლებლობა მასთან მიახლოებისა. შიმშილისაგან დაუძლურებული, სულიერი ბრძოლისაგან გათანგული ქრისტეს პირისახე „დამახინჯებული იყო... ისე, როგორც არავისი, და მისი იერი ადამის ძისას არ ჰგავდა”. რა მშვენიერი შესაძლებლობა მიეცა სატანას. მას ეგონა, რომ ახლა მაინც დაძლევდა ქრისტეს. პირველი ცდუნება მადას უკავშირდებოდა. თითქოს მხსნელის ლოცვის პასუხად მოევლინა ვიღაც ანგელოზის სახით. მან განაცხადა, რომ ღმერთისაგან აქვს დავალება, მოახსენოს ქრისტეს, რომ მისი მარხვა დასრულდა. მხსნელი შიმშილისაგან დაუძლურებულიყო, შიოდა და აი, მას მოულოდნელად სატანა მიუჩოჩდა. მან მიუთითა უდაბნოში მოფენილ ქვებზე, რომლებიც პურს მოგაგონებდათ, მიუახლოვდა და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ”.ქიმ 188.4