Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღვთის ძალას შეუძლია გამარჯვება გვიბოძოს, 9 ივლისი

    „ისე, როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში” (2 პეტრ. 1:3).ქიმ 193.1

    ამ დიდი შემეცნების თანამონაწილენი უნდა ვიყოთ. ერთხელ, როცა ვიხილე სურათი, სადაც დახატული იყო სატანა ურჩხულის სახით, რომელიც ცდუნების უდაბნოში ქრისტესთან მიახლოებას ცდილობდა, გავიფიქრე, რა ცუდად იცნობენ ეს მხატვრები ბიბლიას! თავის დაცემამდე სატანა ქრისტეს გვერდით იმყოფებოდა და უზენაესი ზეციური ანგელოზი იყო. ამიტომ უცნაური იყო, წარმოგვედგინა, რომ იგი ქრისტეს მიუახლოვდა ისეთი სახით, როგორც ეს სურათზე იყო ასახული. „სიცოცხლის თამაში” - ზოგიერთს უნახავს ეს სურათი. ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის მარხვის შემდეგ, „ბოლოს მოშივდა”. სწორედ მაშინ მიუახლოვდა სატანა. ის მოვიდა მშვენიერი ზეციური ანგელოზის სახით და იმის პრეტენზიით, რომ ღმერთისგან აქვს დავალებული, გამოუცხადოს მარხვის დამთავრების შესახებ. „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ”. მაგრამ სწორედ იმით, რომ სატანა მის სულში ეჭვის დათესვას ცდილობდა, ქრისტემ შეიცნო მტერი, რომლის ძალასაც უნდა გამკლავებოდა დედამიწაზე მოსვლისას. მან არ ისურვა მისი გამოწვევის მიღება ან რაიმე სახით რეაგირება მოეხდინა ამ ცდუნებაზე...ქიმ 193.2

    ქრისტე ღვთის ყოველი სიტყვით ცხოვრობდა და დაამარცხა თვალთმაქცობა. ჩვენც რომ ამგვარი პოზიცია გვეჭიროს ცდუნების ჟამს და არ ვეკამათოთ მტერს, იგივე გამოცდილებას დავეუფლებოდით. ყოველთვის ვმარცხდებით მაშინ, როცა ვჩერდებით და კამათს ვიწყებთ ეშმაკთან. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა და მშვიდად დავიცვათ ღმერთის სიმართლე. სწორედ ამგვარად მივიღებთ დაპირებულ ღვთიურ ძალას და მისით მოგვენიჭება „ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში”.ქიმ 193.3

    არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ღვთიური ბუნების ზიარნი. ჩვენ ბევრი ცდუნება გველის, მაგრამ ცდუნების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ზეცამ წინასწარ გაითვალისწინა ყველაფერი ჩვენი გამარჯვებისათვის... ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნენი ღვთიური ბუნების ზიარნი არიან და მიიღებენ ძალას, რომელსაც გამოიყენებენ ყოველი ცდუნებისას. არ გახდებიან ცდუნების მსხვერპლი და არც დამარცხებისთვის გაიწირებიან. გამოცდის ჟამს აღთქმებზე თავის უფლებას წარადგენენ და მათი დახმარებით ამ სოფელში გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას განერიდებიან.ქიმ 193.4

    წუთისოფლის წინაშე ასეთი მდგომარეობის დასაკავებლად დიდი საფასური უნდა გავიღოთ და ნამდვილად ასეა. მაგრამ რა უღირდა ზეციურ სამყაროს ჩვენი ხსნა? ღვთიური ბუნების ზიარნი რომ გავმხდარიყავით, ზეცამ გაიღო ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი საკუთრება: უფლის ძემ დათმო თავისი მეფური სამოსი და გვირგვინი და მოვიდა დედამიწაზე, როგორც ჩვილი ბავშვი.ქიმ 193.5