Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სჯობს დაზარალდე, ვიდრე ცდუნდე, 29 ივლისი

    „და გათვინიერებდა... რათა შეგეცნო, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით” (რჯლ. 8:3).ქიმ 213.1

    ქრისტე შეებრძოლა სატანას უდაბნოში, როდესაც გვერდით არ იყო არც ერთი მეგობარი, ვინც მის დასახმარებლად გამოეშურებოდა. სატანა ვერაგი და ცბიერია, სიცრუე - ეს მისი მთავარი საქონელია. მთელი თავისი ძალის გამოყენებით ის შეეცადა, დაეძლია ქრისტეს ადამიანური ბუნება...ქიმ 213.2

    დახვეწილი ხერხებით მოხიბლა სატანამ პირველი ადამი, იგივეს უკეთებს იგი თანამედროვე ადამიანებს, არწმუნებს რა მათ, რომ ირწმუნონ სიცრუე. ადამმა ვერ შეძლო, ამაღლებულიყო თავის ადამიანურ ბუნებაზე და არ შესთხოვა დახმარება ღმერთს. მან ირწმუნა სატანის სიტყვები. მაგრამ მეორე ადამს უფლება არ ჰქონდა, მტერს ტყვედ ჩავარდნოდა. ქიმ 213.3

    ადამს მეტი უპირატესობა ჰქონდა ქრისტესთან შედარებით, რადგან მაშინ, როცა მაცდური შეუჩნდა, ის ჯერ კიდევ არ იტანჯებოდა ცოდვის შედეგებისაგან. ის ზრდასრული, სრულყოფილი მამაკაცი იყო. საუცხოო ფიზიკური ჯანმრთელობით და ნათელი გონებით. ის ედემის დიდებით იყო გარემოცული და ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა ზეციურ ანგელოზებთან. იესო სულ სხვა მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა უდაბნოში სატანასთან ორთაბრძოლაში ჩაება...ქიმ 213.4

    მტერმა ყველა საცდური გამოიყენა მის მიმართ, რაც კი ხელეწიფებოდა. როდესაც ქრისტე დასუსტებული იყო ორმოცდღიანი მარხვისაგან, ყველაზე ბრძენმა ანგელოზმა მოიშველია ყველაზე მაცდუნებელი სიტყვები ქრისტეს გონების დასაპყრობად... მიუახლოვდა მას და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ”...ქიმ 213.5

    როდესაც ქრისტემ უთხრა სატანას: „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით”, მან იგივე სიტყვები გაიმეორა, რაც თოთხმეტი საუკუნის წინ უთხრა ისრაელს (წაიკითხეთ რჯლ. 8:3).ქიმ 213.6

    უდაბნოში, როცა საკვები გამოილია, ღმერთი რეგულარულად და საკმარისი რაოდენობით უგზავნიდა თავის ხალხს ზეციურ მანანას. ამით მას სურდა, ეჩვენებინა ებრაელთათვის, რომ სანამ ღმერთის სასოება გააჩნიათ და დადიან მისი გზებით, არ მიატოვებს მათ. ახლა მხსნელმა საკუთარი გამოცდილებით უჩვენა მათ ის გაკვეთილი, რომელიც ისრაელს გადასცა. უფლის სიტყვით მოვიდა ებრაელთათვის დახმარება და იგივე სიტყვა უნდა დახმარებოდა ქრისტეს. ის მოთმინებით ელოდა, როდის ჩათვლის ღმერთი საჭიროდ მისი მდგომარეობის შემსუბუქებას. ღმერთს დამორჩილდა და უდაბნოში წავიდა და იქ უარი თქვა დამოუკიდებლად საკვების მოპოვებაზე, საითკენაც სატანა უბიძგებდა. მთელი სამყაროს წინაშე მან დაამოწმა, რომ ნაკლებად საშიშია ადამიანის წილხვედრი ტანჯვის გადატანა, ვიდრე ღვთის ნებისაგან სულ მცირედი გადახვევაც კი.ქიმ 213.7