Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთს დღესაც მოუსყიდავი ადამიანები სჭირდება, 23 ივნისი

    „განმგებლები, ჩემამდე ვინც იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და ორმოცი შეკელის გარდა, პურსა და ღვინოსაც ართმევდნენ. მათი მსახურნიც ბატონობდნენ ხალხზე” (ნეემ. 5:15).ქიმ 177.1

    ისრაელის ძენი ბაბილონის ტყვეობაში მოხვდნენ იმიტომ, რომ დაცილდნენ ღმერთს და აღარ თვლიდნენ თავის მოვალეობად, შეენახათ ჭეშმარიტი რელიგიის პრინციპები ხელუხლებლად და დაეცვათ ისინი მეზობელი ხალხების წარმართული ცრურწმენისაგან. რადგან ისრაელიანნი გამოეყვნენ ღმერთს, მან დასაჯა ისინი. მას არ შეეძლო მათი აღზევებისათვის შეეწყო ხელი და ვერც მათთან დადებულ აღთქმას შეასრულებდა, ვიდრე ისინი ღალატობდნენ იმ პრინციპებს, რამლების შენახვა და დაცვა მათ დაავალა, რათა არ წაბილწულიყო ღმერთის შემბღალავი წარმართი ხალხების ტრადიციებითა და ზნეჩვეულებებით... მან მიატოვა ისინი თავიანთ გზაზე და უბრალონიც დაისაჯნენ ცოდვილებთან ერთად.ქიმ 177.2

    მაგრამ ისრაელიანთა შორისაც აღმოჩნდნენ ქრიატიანობის პატრიოტები, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს პრინციპს, და სწორედ ამ ერთგულ და ჭეშმარიტ ძეთ უმზერდა ღმერთი დიდი კმაყოფილებით... ისინი დამნაშავეთა გვერდით იტანჯებოდნენ, მაგრამ ღმერთის განგებით, ეს გეგმა იყო მათი წინა რიგებში მოხვედრის საშუალება. სისპეტაკისა და უბიწოების მაგალითი ბაბილონის ტყვეობაში მათი ყოფნისას ზეციური ნათელითაა გაბრწყინებული.ქიმ 177.3

    უფლის რჩეულთაგან ბევრი არასაიმედო აღმოჩნდა. მათ ზურგი აქციეს ღმერთს და ხარბ, უზნეო ინტრიგანებად იქცნენ. ძლიერ გამოირჩეოდნენ მათგან დანიელი მეგობრებთან ერთად და ეზრა ნეემიასთან ერთად. და უფალმა განსაკუთრებულად აკურთხა ისინი, რადგან მტკიცედ იცავდნენ სიმართლეს.ქიმ 177.4

    ნეემია ღმერთის რჩეული იყო, რადგან მზად იყო მასთან თანამშრომლობისათვის ნანგრევების აღსადგენად... მასზე ვერ მოახდინეს თავისი ზეგავლენა უპრინციპო ადამიანების ხრიკებმა, რომლებიც ბოროტი საქმისათვის დაიქირავეს. ნეემია არ შეუშინდა მათ. თუკი ის ხედავდა, რომ ხალხი მცდარი პრინციპებით ხელმძღვანელობს, არ რჩებოდა გულგრილი და ლაპარაკობდა ამაზე. ის არავის აძლევდა იმის საბაბს, რომ ის მცდარ პოზიციას დაიკავებდა, რადგან მუდამ მტკიცედ და ურყევად გამოდიოდა სიმართლის მხარეზე. მისი იოტისოდენა გავლენაც კი არ უწყობდა ხელს მისი დადგენილი პრინციპების გაუკუღმართებას. რაც არ უნდა ეკეთებინათ სხვებს, ნეემიას ყოველთვის შეეძლო ეთქვა: „მე არ ვმონაწილეობდი მათ საქმეში, რადგან ღმერთის შიში მაქვს”.ქიმ 177.5