Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ეჭვისა და უნდობლობის დათესვით სატანის სამუშაოს ვასრულებთ, 15 სექტემბერი

    „თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია”. თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან იგი, ერთი თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას” (იოან. 6:70, 71).ქიმ 261.1

    იუდას დიდი ზეგავლენა გააჩნდა მოწაფეებზე. იგი წარმოსადეგი გარეგნობისა იყო და ჰქონდა ხასიათის შესანიშნავი თვისებები. მაგრამ ეს ნიჭი უფალს არ ეძღვნებოდა. იუდამ გულისა და გონების კუნჭულები გაუღო სატანის ცდუნებებს. მთელი ძალღონე მოახმარა თვითმსახურებას, თვითგანდიდებასა და ვერცხლის სიყვარულს...ქიმ 261.2

    ეს ღარიბი, დამოუკიდებელი, ქრისტეს ცხოვრებასა და სულიერებას მოკლებული ადამიანი დიდ გასაჭირში იყო. იუდას მუდამ კიცხავდნენ, რადგან ქრისტეს გაკვეთილებს მტკივნეულად აღიქვამდა. მაგრამ იგი არ გარდაიქმნა და არ იქცა ცოცხალ ლერწად ჭეშმარიტ ვაზის ლერწთან კავშირში. ოჰ, თვინიერება რომ გამოეჩინა იუდას ღმერთის წინაშე ღვთიურ შეგონებათა გავლენით, რომლებიც ასე ცხადად ამხელდნენ მას და მიეღო მათი პრინციპები! მაშინ მიატოვებდა თანამოძმე მოწაფეთა ცდუნებას და არ დათესდა მათში ურწმუნოების თესლს.ქიმ 261.3

    სატანა იუდას გულსა და გონებაში თესდა თესლს, რითიც წამლავდა ძმებს. ეშმაკის ჩაგონებული კითხვები და ეჭვები მისგან თანამოძმეებს გადაეცემოდა. იგი ხშირად უყენებდა ბრალდებებს მათ და აშკარად ეწინააღმდეგებოდა ქრისტეს გაკვეთილებს. აი, რად უწოდა ქრისტემ იუდას ეშმაკი...ქიმ 261.4

    შეუძლებელია არსებობდეს ნეიტრალური პოზიციის ცნება. ყველა იშრომებს უფლისათვის ძალღონისა და უნარის შესაბამისად. და ქრისტეს რწმენით მივა ყოველი იმ ჭეშმარიტების შეცნობამდე, რომ მასთან მჭიდრო კავშირი დიდი პატივია... მოწაფე, რომლისთვისაც რელიგია მხოლოდ გარეგნული აღსარებაა, განსხვავდება ჭეშმარიტ მოწაფეთაგან...ქიმ 261.5

    მხოლოდ ღვთის სიტყვის მოსმენა საკმარისი არაა. აუცილებელია ეს სიტყვა მივიღოთ სულის სახსნელად. სიტყვა უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ადამიანს შეეტყობა, დამოძღვრილია თუ არა ღვთისაგან. და თუ არა, განა იმიტომ, რომ ღმერთს არ სურს დამოძღვროს, არამედ ამ ადამიანს არ სურს მიიღოს მისი მოძღვრება და იგემოს პური სიცოცხლისა.ქიმ 261.6

    „ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები”. მათ ეჯავრებათ მხილება... თავის სიმართლეში დარწმუნებული ადამიანები ნათელს არ ეძიებენ. მათ სიბნელე ნათელს ურჩევნიათ, რადგან არ სურთ იმ ნათელში ყოფნა, რომელშიც მათ ხედავს ღმერთი. „ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისაკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი”.ქიმ 261.7