Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღირებული გაკვეთილები იაკობის ცხოვრებიდან, 23 მარტი

    „და იმ კაცმა უთხრა: გამიშვი, რადგან გათენდა. და უთხრა იაკობმა: არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ” (დაბ. 32:26).ქიმ 85.1

    თუკი ცდუნებულთ მათ დანაშაულზე მიუთითებთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უბიძგებს მათ გამოსწორებისაკენ. მიუთითეთ მათ იმ შესაძლებლობებზე, იმ სიმაღლეებზე, რომელთა დაპყრობაც მათ შეუძლიათ. დაეხმარეთ მათ უფლის წყალობის მიღებაში, მისი მიტევების ძალის სასოებაში. იესო ელის იმ დროს, როცა შეძლებს ხელი ჩასჭიდოს მათ და მისცეს კეთილშობილი, ღვთისმოსაობით სავსე ცხოვრების ძალა.ქიმ 85.2

    ღმერთს ხშირად ადამიანები კრიზისამდე მიყავს, რათა მათ სისუსტეებზე მიუთითოს და ძალის წყარო შესთავაზოს. თუკი ისინი ილოცებენ და იფხიზლებენ ლოცვისას, მამაცურად შეებრძოლებიან ცოდვას, მათი სუსტი მხარეები ძლიერი გახდება. იაკობის ცხოვრება მოიცავს ბევრ ჩვენთვის ღირებულ გაკვეთილს. ღმერთმა ასწავლა იაკობს, რომ საკუთარი ძალით ვერასოდეს გაიმარჯვებს, რომ უნდა იბრძოლოს ღმერთთან ერთად და მხოლოდ მაშინ მიიღებს ზეციურ ძალას.ქიმ 85.3

    მთელი ღამე ებრძოდა იაკობი ანგელოზს. ბოლოს და ბოლოს ძლიერი მორკინალი დაასუსტა მის თეძოზე შეხებამ. ახლა იაკობი დასახიჩრებულიყო და ძლიერი ტკივილი სტანჯავდა, მაგრამ არ შესუსტდა მისი ბრძოლის ძალა. სრულ მონანიებაში, თავზარდაცემული ჩასჭიდებოდა ანგელოზს და კურთხევას სთხოვდა. იაკობი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მისი ცოდვა მიტევებულია. უკანასკნელ წამამდე მისი შეუპოვრობა სულ უფრო ძლიერდებოდა, ხოლო რწმენა სულ უფრო გულწრფელი ხდებოდა. ანგელოზი შეეცადა თავი დაეხსნა იაკობისაგან და უთხრა: „გამიშვი, რადგან გათენდა”, მაგრამ იაკობმა უპასუხა: „არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ”.ქიმ 85.4

    ეს რომ თავხედობა ან ამპარტავნება ყოფილიყო, იაკობი უმალ განადგურდებოდა, მაგრამ მან წარმოაჩინა იმ ადამიანის სიმტკიცე, რომელიც აღიარებს თავის უღირსობას, ამასთან ერთად ღმერთის სასოებას ინარჩუნებს და იცავს მის მცნებებს. მორჩილების, მონანიების და თავგანწირვის მეშვეობით ცოდვილმა, გზააბნეულმა მოკვდავმა ზეცის დიდება დაძლია. ხელის კანკალით ჩაეჭიდა იაკობი უფლის აღთქმას და უსაზღვრო სიყვარულით აღვსილმა გულმა უპასუხოდ არ დატოვა ცოდვილის მუდარა.ქიმ 85.5

    უფალმა შეცვალა იაკობის სახელი იმის ნიშნად, რომ მას მიეტევა. იმ სახელის ნაცვლად, რომელიც ცოდვას შეახსენებდა, მიეცა მისი გამარჯვების უკვდავსაყოფი სახელი. ანგელოზმა თქვა: „ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ებრძოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!”ქიმ 85.6

    მივიღებთ თუ არა ძალას ღმერთისაგან, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება, თუ საკუთარი ძალის იმედით, ბოლოს და ბოლოს სასტიკად დავმარცხდებით, მიუხედავად ჩვენი ამაო ძალისხმევისა? მოდით, უსიტყვოდ დავემორჩილოთ ღმერთს და მივიღოთ ძალა, რომელიც საჭიროა ყველასათვის, ვისაც ბოროტებასთან ბრძოლაში გამარჯვება სურს.ქიმ 85.7