Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესო ჩვენს გულებში, 13 თებერვალი

    „მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს სოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე” (იოან. 17:23).ქიმ 46.1

    ხანოქი არა მარტო ფიქრობდა და ლოცულობდა, სიფხიზლით აბჯარასხმული, არამედ ახარებდა უფლის სიტყვას ურწმუნოთა შორის ღმერთისადმი აღვლენილი მხურვალე ლოცვის შემდეგ. ის არ ფარავდა ჭეშმარიტებას იმისათვის, რომ ურწმუნოთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა, რადგან მათი სულების მტერი არ იყო. ღმერთთან მჭიდრო ურთიერთობა ჰმატებდა მამაცობას უფლის საქმეთა საკეთებლად. ხანოქი დადიოდა ღმერთთან და ჰქონდა მოწმობა იმის შესახებ, რომ მისი გზები სასურველია ღმერთისათვის. დღეს ყველა მორწმუნეს იგივე უპირატესობა გააჩნია. მას შეუძლია იმყოფებოდეს ღმერთთან, ხოლო ღმერთს შეუძლია მასში თავისი სავანე მოაწყოს. „მე მათში ვარ, ისინი კი - ჩემში,” - ამბობს იესო. განა მხოლოდ ხანოქს, ელიას, პატრიარქებს, წინასწარმეტყველებს, მოციქულებს და მოწამეებს შეეძლოთ ღმერთთან სიარული და მოწმობის მიღება იმის შესახებ, რომ მათი გზები სასურველია ღმერთისათვის. საკუთარი გულის ტახტზე იესოს დასმა, მისი გატარება მთელი ცხოვრების მანძილზე - ეს მარტო უპირატესობა კი არაა, არამედ ქრისტეს ყოველი მიმდევრის ვალია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, რომ გახდეს ნაყოფის მომცემი ხე...ქიმ 46.2

    რა ბევრ ადამიანს, ვისაც მინდობილი აქვს ფულადი სახსრები და გავლენა წუთისოფელში, ვერ შეუმჩნევია ნიმუში და ცხოვრობს ამქვეყნიური საზომით ნაცვლად იმისა, რომ ქრისტეს მაგალითს მისდიოს. ხალხი, ვინც ღმერთმა აკურთხა დიდი ფულადი სახსრებით, სახლებითა და მიწებით, როგორც წესი, თავის შვილებს უსაქმურობასა და ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებას აჩვევენ. ამის შედეგად ისინი ამ ცხოვრებისათვის უსარგებლო და მომავლისათვის, უკვდავი ცხოვრებისათვის გამოუსადეგარი ხდებიან. ქრისტემ თავისი პირადი ცხოვრების სრულიად სხვა მაგალითი დაუტოვა ხალხს. Aხალგაზრდობაში იგი მამასთან ერთად სადურგლო სახელოსნოში მუშაობდა. თანამედროვე ახალგაზრდობას კი ასწავლეს, რომ ადამიანური ღირსება ფულით იზომება. ასეთ აღზრდას აუცილებლად მივყავართ ამპარტავნობის, ცოდვის ჩვევებისა და სიამოვნებათა მიღების სურვილის განვითარებამდე, რაც ასე გაბატონდა ჩვენს ხრწნად საუკუნეში.ქიმ 46.3

    იქ, სადაც ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს უსაქმურობაში ატარებენ, სატანა თავის ცდუნებებით უტევს მათ, რათა გაანადგუროს მათი ცხოვრება და ხასიათი. თუ ახალგაზრდებს მდიდარი ან ღარიბი ოჯახებიდან არ მიაჩვევენ სასარგებლო შრომას, მათ საფრთხე ემუქრებათ, რადგან სატანა მათ გამოუძებნის სწორედ იმ საქმეს, რაშიც თავადაა დაინტერესებული. Aხალგაზრდობა, რომელიც პრინციპების სიმტკიცით არაა დაცული, არ თვლის, რომ დრო შეუფასებელი სიმდიდრეა, რომელსაც ღმერთი ანდობს ყოველ ადამიანს და რომლისთვისაც თითოეულმა ანგარიში უნდა ჩააბაროს. ფულიც ღმერთმა გვანდო. იგი მშობლებს იმისათვის კი არ ეძლევა, რომ გაფლანგონ, რათა დააკმაყოფილონ საკუთარი სიამაყე თავისი თავის და შვილების დასაღუპავად, არამედ იმისათვის, რომ მათი მეშვეობით აკეთონ სიკეთე გაჭირვებულთათვის.ქიმ 46.4