Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    პირველ დანაშაულს გამართლება არა აქვს, 13 იანვარი

    „მე შევქმენი დედამიწა და გავაჩინე ადამიანი მასზე; მე, ჩემმა ხელებმა, გადაფინეს ზეცანი და მთელ მათ მხედრობას მივეცი წესი” (ეს. 45:12).ქიმ 15.1

    ადამი და ევა ცოდნას იძენდნენ უშუალოდ ღმერთთან ურთიერთობით და ეცნობოდნენ მას მისი საქმეების მიხედვით. ყოველივე, რაც შეიქმნა, თავის საწყის სრულყოფილებაში ღმერთის ჩანაფიქრის გამოვლინება იყო. ადამისა და ევასათვის ბუნება უხვად იყო დაჯილდოებული ღვთიური სიბრძნით. მაგრამ დანაშაულმა მისასვლელი გზა ჩაუკეტა ადამიანს და ცოდვილს უკვე აღარ შეეძლო თავის შემოქმედთან ურთიერთობა და მისი საქმეების მიხედვით სწავლა... ღმერთის შემოქმედებითი შრომების გრანდიოზული კრებულის ყოველ გვერდზე კვლავაც შესამჩნევია მისი ხელწერა. ბუნება ჯერ კიდევ მიანიშნებს თავის შემოქმედზე. თუმცა ახლა ეს გამოცხადება ნაწილობრივი და არასრულყოფილია. და ჩვენს დაცემულ, დასუსტებულ მდგომარეობაში, როცა შეზღუდულია ჩვენი ხილვები, არ შეგვწევს უნარი, სწორად ავხსნათ მისი გამოცხადება.ქიმ 15.2

    მთელი ზეცა დიდი ინტერესითა და სიხარულით აკვირდებოდა სამყაროს, ასევე ადამისა და ევას შექმნას. ადამიანები განსაკუთრებული წყობის არსებები იყვნენ, ისინი შეიქმნენ ღმერთის „ხატის მსგავსად” და შემოქმედის ჩანაფიქრით უნდა განსახლებულიყვნენ დედამიწაზე და ეცხოვრათ ზეცასთან მჭიდრო ურთიერთობაში, რათა ძალის უდიდესი წყაროდან ენერგიით შევსებულიყვნენ. ღმერთის თანადგომით, მათ ცხოვრებაში ცოდვას ადგილი არ უნდა ჰქონოდა.ქიმ 15.3

    სატანამ მტკიცედ გადაწყვიტა ხელი შეეშალა ღმერთის გეგმების განხორციელებისათვის. ნუ შევეცდებით ჩავწვდეთ იმ მოტივებს, რომლებმაც უბიძგა ზეციურ, მხოლოდ ქრისტეზე დაბლა მდგომ არსებას ანგელოზებს შორის შურისა და ეჭვის დათესვისაკენ. ბევრს შეჰყარა უკმაყოფილების სენი და ზეცაში გაჩაღდა ომი, რომელიც სატანისა და მის თანამგრძნობთა გაძევებით დასრულდა. ნუ შევუდგებით ფიქრს იმის შესახებ, თუ რატომ მოიქცა სატანა სწორედ ამგვარად. ამის ახსნა რომ შეიძლებოდეს, მაშინ ცოდვას რაიმე გამართლება მაინც ექნებოდა. მაგრამ ცოდვას არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს გამართლება. ადამიანებს სულაც არ სჭირდებათ იმოგზაურონ იქ, სადაც სატანაა...ქიმ 15.4

    სატანის ზეციდან ჩამოგდების შემდეგ, მან გადაწყვიტა საკუთარი სამეფო დედამიწაზე დაედგინა. მისი მეშვეობით ცოდვამ წუთისოფელში შეაღწია და ცოდვასთან ერთად - სიკვდილმაც. დაუჯერა რა მის ცილისწამებას ღმერთის შესახებ, ადამიც დაენარცხა ძირს თავისი მაღალი მდგომარეობიდან და ჩვენს დედამიწაზე გაიხსნა ყველა სარკმელი ტანჯვისა და მწუხარებისათვის.ქიმ 15.5

    ადამის დანაშაულის გამართლება არაფრით არ შეიძლება. ყველაფერი, რაც სჭირდებოდა, უსრულდებოდა, არაფერი ეკრძალებოდა, გარდა ერთისა... სატანამ სწორედ ეს აკრძალვა გამოიყენა, როგორც საბაბი, მისთვის ბოროტი აზრების შთაგონებისათვის.ქიმ 15.6