Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ახალი ქმნილება, 2 იანვარი

    „და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე” (დაბ. 1:31).ქიმ 4.1

    რა ლამაზი იყო გველი, როდესაც იგი შემოქმედის ხელმა შექმნა. ღმერთმა სამყაროს ისეთი წუთისოფელი წარუდგინა, რომელზეც მისი ყოვლისმხილველი თვალიც კი ვერ ამჩნევდა რაიმე ლაქას, ხინჯს ან ნაკლს. მისი ქმნილების ყოველი ნაწილი მისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებდა და იმ მიზანს პასუხობდა, რისთვისაც იყო შექმნილი. დიდი მანქანის დეტალების მსგავსად, ყველაფერი იდეალურად შეხამებული იყო და სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდა... იმ სამყაროში არ იყო სნეულება... და მცენარეულ სამეფოში კი მინიშნებაც კი არ იყო გახრწნაზე. ღმერთმა შეხედა თავის ხელთა საქმეს, რომელიც ქრისტემ მოახდინა და თქვა, რომ ყველაფერი „კარგია”. ის ხედავდა სრულყოფილ სამყაროს, რომელშიც ცოდვის ან არასრულყოფილების კვალიც კი არსად ჩანდა.ქიმ 4.2

    მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. სატანამ აცდუნა ადამი და ისიც ცოდვილი გახდა. ანგელოზი, რომელმაც ზეცაში ამბოხი წამოიწყო და შემდეგ ჩამოგდებული იქნა იქიდან, ღმერთის შექმნილ არსებებთან ცრუობდა, ხოლო მოტყუებულმა არსებებმა დაუჯერეს მის სიტყვებს. ცოდვამ წუთისოფელში შეაღწია და ცოდვასთან ერთად - სიკვდილმაც.ქიმ 4.3

    როდსაც ქრისტემ დაინახა, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ უშუამდგომლებდა კაცობრიობას, თავად შეებრძოლა სატანას. ღმერთის მხოლოდშობილი ძე ერთადერთი იყო, ვისაც ადამის ცოდვის შედეგად სატანის ტყვეობაში მყოფთა გათავისუფლება შეეძლო.ქიმ 4.4

    ღვთის ძემ სატანას მისცა ყველა შესაძლებლობა, რათა გამოეცადა მასზე თავისი ხელოვნება. მტერმა აცდუნა ზეციური ანგელოზები, შემდეგ კი პირველი ადამი. ადამი დაეცა და სატანამაც გადაწყვიტა, რომ ის შეძლებდა ქრისტეს დამარცხებას, როცა ის განკაცდებოდა. ყველა დაცემული ანგელოზი ამ შეტაკებას ისე უცქერდა, როგორც ქრისტეზე გამარჯვების შესაძლებლობას. ისინი მხოლოდ საბაბს ელოდნენ, რათა ღმერთის წინააღმდეგ თავიანთი მტრობა გაემჟღავნებინათ. როდესაც სიკვდილმა დაადუმა ქრისტე, სატანამ და მისმა ანგელოზებმა წარმოიდგინეს, რომ გაიმარჯვეს...ქიმ 4.5

    სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლაში უფლის ძეს მხოლოდ თავისი ზეციერი მამის იმედი ჰქონდა. ყველაფერი რწმენით ხდებოდა. ის თავად იყო გამოსასყიდი, ძღვენი, რომელიც გაიღეს ტყვეთა დასახსნელად. მან საკუთარი ხელით იხსნა კაცობრიობა, მაგრამ როგორი ფასით?ქიმ 4.6