Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მწუხარებას ღალატამდე მივყავართ, 31 იანვარი

    „და ძალზე ეწყინა კაენს, და მოეღუშა სახე” (დაბ. 4:5).ქიმ 33.1

    გემუდარებით ყველას, ვინც დრტვინავს და საკუთარი თავი ებრალება ვიღაცის სიტყვების ან მოქცევის, ან მისი პიროვნების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების გამო: გახსოვდეთ, თქვენ ასეთ შემთხვევაში იგივე საქმეს აკეთებთ, რაც სატანამ წამოიწყო ზეცაში. თქვენ სწორედ მის ნაკვალევს მიჰყვებით, როცა თესავთ უნდობლობას, შუღლს და ურჩობას, ვინაიდან ვერავინ შეძლებს დაფაროს თავისი უკმაყოფილება. მსგავსი ადამიანები აუცილებლად შესჩივლებენ სხვებს, თითქოს მათ დაუმსახურებლად ცუდად ექცევიან. ამრიგად ისინი სხვებსაც მუხტავენ თავისი დრტვინვითა და ჭმუნვით. ეს ფესვი მწარეა, მრავალთა წამბილწავი.ქიმ 33.2

    სწორედ ასე იქცევა სატანა თავისი ბოროტი ანგელოზების მეშვეობით. ის უკავშირდება ადამიანებს, ვინც თავს მორწმუნეებად აღიარებს, ხოლო უფლის საქმის გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად აღმსრულებლები... ვარდებიან ყველაზე მძიმე განსაცდელში, რომელთა გამოგონებაც შეუძლია მხოლოდ სატანას, რომელიც მოქმედებს იმ ადამიანების მეშვეობით, რომელთაც ჭეშმარიტების შემეცნების პრეტენზია გააჩნიათ. სატანის წარმატება იმ ნათელისა და ცოდნის პირდაპირპროპორციულია, რომელიც ხელთ უპყრიათ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეებს. ღრმად გადგმული მწარე ფესვი სხვებს გადაეცემა და ბილწავს მათ...ქიმ 33.3

    სატანამ ჯერ უნდა მოხიბლოს ადამიანი, რომ ჭეშმარიტებას დააშოროს. ის ჩუმად, ჩასაფრებული აცდუნებს ადამიანებს, ცრუ განცხადებას ჭეშმარიტებად ასაღებს და სიფხიზლეს ადუნებს. სატანა ცდუნებასა და ცოდვას სიმართლის სამოსელში ხვევს და მრავალი მოტყუებული გადაჰყავს თავის მხარეზე. ქრისტემ სატანას ცრუ და მკვლელი უწოდა. ო, რა მოხდებოდა, წყვდიადში დაძინებულთ ღმერთისაგან ესწავლათ სიბრძნე!..ქიმ 33.4

    ყოველი ადამიანი, ვისაც ღმერთი უყვარს, შემოწმდება და გამოიცდება. უფალი არ განარიდებს ცეცხლოვან გამოცდას სასწაულებრივად და არ იცავს თავის ხალხს სატანური ცდუნებებისაგან. და თუკი მისი შვილები ესოდენ მკაცრად გამოიცდებიან, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სატანის განდგომის გამო წუთისოფელში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომლის დროსაც ცდუნებები გარდაუვალია. ცდუნების ცეცხლში ისეთი ხასიათი გამოიწრთობა, რომელიც ზეციურ სამშობლოში ცხოვრებისათვის ვარგის ადამიანს უნდა გააჩნდეს; ხასიათი, რომელიც გაუძლებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხელისშემშლელი გარემოებების ზეწოლას.ქიმ 33.5