Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    პილატეს მსგავსად ჩვენც ვგმობთ ქრისტეს ჩვენი დუმილით, 20 სექტემბერი

    „განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენს განტევებაზე და შენს ჯვარცმაზე? მიუგო იესომ: არავითარი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე, მაღლიდან თუ არ მოგეცა” (იოან. 19:10, 11).ქიმ 266.1

    ქრისტე შებორკილი დგას სამსჯავროს წინაშე, ვითარცა ტუსაღი. მსაჯული ეჭვით და მკაცრად მისჩერებია. ხალხი სწრაფად გროვდება და ყურადღებით ისმენს ბრალდებას ქრისტეს წინააღმდეგ: „თავის თავზე ამბობს იუდეველთა მეფე ვარო”. „კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას”. „თავს ღმერთს უტოლებს”...ქიმ 266.2

    პილატე დარწმუნებულია, რომ ქრისტეს საწინააღმდეგო არც ერთი მოწმობა არ დასტურდება მიუხედავად მღვდლებისა და მთავრების განცხადებისა, რომ ქრისტე ღვთისმგმობელია. მაგრამ იუდეველები შთააგონა სატანამ, ვით კაენი და სხვა მკვლელები, რომელთა მტკიცე განზრახვა სულთა ხსნა კი არა, დაღუპვა იყო. „მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე”.ქიმ 266.3

    პილატე ფიქრობს, რომ საშუალება ეძლევა აიცილოს ქრისტეს გასამართლება. მისთვის ცხადია, რომ იუდეველებმა გასცეს იგი შურის გამო... „როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა”.ქიმ 266.4

    გაუგზავნა სწორედ იმ ჰეროდეს, რომელმაც იოანე ნათლისმცემლის სისხლში გაისვარა ხელები. „ჰეროდემ, იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხნიდან სურდა მისი ხილვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან...”.ქიმ 266.5

    ქრისტეს საქმე და მისია წუთისოფელში არ ყოფილა მთავართა, მმართველთა, მწიგნობართა, მღვდელმთავართა ან გლეხთა უბრალო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. იგი მოვიდა გულგატეხილთა განსაკურნად... ქრისტეს რომ შესძლებოდა სიტყვით განეკურნა ცოდვით დასნეულებულთა იარები, დუმილს არ არჩევდა. მაგრამ ჭეშმარიტების უძვირფასესი მარგალიტები, რითაც მოძღვრავდა მოწაფეებს, ღორებისათვის გასათელად არ უნდა მიეგდო. ქრისტეს ჰეროდეს წინაშე ღირსეულად ეჭირა თავი და მისი დუმილი ძალზე მეტყველი იყო.ქიმ 266.6

    იუდეველებმა ნანატრი მესია განსასჯელად გადასცეს ხელისუფლებას, რომლის მონებიც თავად იყვნენ. ებრაელები შეეცადნენ, დაესაჯათ სიცოცხლის მთავარი - ერთადერთი, ვისაც მონობიდან მათი გამოხსნა შეეძლო.ქიმ 266.7