Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენ უნდა ვიცხოვროთ უფლის ყოველი სიტყვით, 23 ივლისი

    „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე” (მათ. 3:17).ქიმ 207.1

    როდესაც ქრისტე მუხლი მოიყარა იორდანეს ნაპირზე ნათლობის შემდეგ, მას მოეფინა ნათელი, რომელიც ოქროსფერი მტრედის სახით ჩამოვიდა და გაანათა იგი. ამავე დროს ციდან გაისმა ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”. ვკითხულობთ ამ სიტყვებს, მაგრამ ბოლომდე ვერ ვწვდებით მის შინაარსს. ჩანს, ვერ ვხვდებით, რა ძვირფასია ისინი ჩვენთვის. ისინი გვეუბნება, რომ მივიღეთ მადლი საყვარელ ძეში. ქრისტე თავისი ადამიანური ხელით დაცემულ კაცობრიობას ეხვევა, ხოლო ღვთიური ხელი უზენაესის ტახტისთვის ჩაუჭიდია, რითაც აკავშირებს დედამიწასა და ზეცას, მოკვდავ ადამიანებსა და უსაზღვრო ღმერთს. და ჩვენი დედამიწა, ზეცასთან გაყოფილი, კვლავ შეუერთდება მას. იესო ქრისტეს მეშვეობით კვლავ ცხადდება კავშირი ზეცასთან და ადამიანთა მოდგმა კვლავ იძენს ღმერთის კეთილმოსურნეობას. ქრისტე განმარტოვდა ცდუნების უდაბნოში, რათა ასჯერ მეტად გამოცდილიყო, ვიდრე გამოიცადნენ ადამი და ევა ედემის ბაღში...ქიმ 207.2

    ადამსა და ევას უფლის ყოველი სიტყვით რომ ეცხოვრათ, ისინი არ დაეცემოდნენ და არც სიცოცხლის ხეზე დაკარგავდნენ უფლებას. ყველა, ვინც დღეს უფლის ბაგეთაგან გამომავალი ყოველი სიტყვით ცხოვრობს, სამშობლოში, ედემში დაბრუნდება...ქიმ 207.3

    სასოწარკვეთილთ შეეძლებათ, იქონიონ იმედი, ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდე. უფლება არ გვაქვს, გავფლანგოთ უფლის მიერ მონიჭებული ნიჭი და უნარი წუთისოფლის ყოველდღიურ საქმეებზე. გვჭირდება რწმენა, რომლის დახმარებითაც ხელს ჩავჭიდებთ სახარებაში ჩვენთვის მოცემულ აღთქმებს...ქიმ 207.4

    მე იესოში ვხედავ უდიდეს მომხიბვლელობას. არასოდეს ვლაპარაკობ დაუძლეველ გამოცდაზე ან ჩემთვის შეუძლებელ თავგანწირვაზე. მე ვხედავ მას, ვინც ჩემს გამო მოკვდა და არ მსურს, რომ ის ტყუილუბრალოდ მომკვდარიყო. მსურს სწორი ურთიერთობები დავამყარო ღმერთთან, რათა მისი კეთილმყოფელი გავლენის ქვეშ ვიმყოფებოდე. სულაც არ მაინტერესებს, რას იტყვის ჩემზე წუთისოფელი, არამედ ვფიქრობ იმაზე, როგორ მოვიგო უფლის გული და შევასრულო ჩემი მისია ამ ქვეყანაზე...ქიმ 207.5

    თუკი საბოლოო გამარჯვება გვსურს, მონაწილეობა უნდა მივიღოთ ბრძოლაში და აღმოვაჩენთ, რომ ხორცი სულს ებრძვის, ხოლო სული - ხორცს. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელი გაიმარჯვებს.ქიმ 207.6