Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღვთის რჯული საბოლოოდ გამართლდა, 11 ოქტომბერი

    „გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით” (ფსალმ. 118:34).ქიმ 287.1

    როცა ქრისტე ცად ამაღლდა და ზეციერ არსებებს უამბო ლუციფერის ბრძოლასა და მძვინვარე გამოხდომებზე, რითაც ცდილობდა ყოველნაირად შეეშალა ხელი ქრისტესთვის დედამიწაზე განზრახული სამუშაოს შესრულებაში, მაშინ წარმოჩინდა ოდესღაც ამაღლებული ანგელოზის მზაკვრობების და ბრალდებების ჭეშმარიტი არსი. ცხადი გახდა, რომ მისი თითქოსდა უმწიკვლო ხასიათი მხოლოდ მოჩვენებითი იყო. მის მიერ დაწვრილებით შემუშავებული თვითგანდიდების გეგმა ყველასთვის თვალსაჩინო გახდა... როცა საქმე საბოლოოდ გაირკვა, ყოველმა დაცემულმა არსებამ გამოხატა აღშფოთება ამბოხის გამო. მათ ერთხმად განადიდეს ღმერთი - მართალი, გულმოწყალე, თავგანწირული და სამართლიანი. ღვთის რჯული გამართლდა.ქიმ 287.2

    თავდაპირველად სატანამ განიზრახა ადამიანისა და ღმერთის დაშორება. შემდეგ საუკუნეებშიც იგივე მიზანი გააჩნდა და იყენებდა ცდუნების იგივე ხერხს, იმავე ლოგიკას, რითაც ოდესღაც მოატყუა წმინდა წყვილი სამოთხეში. მისი გეგმა ყოველთვის სიცრუეზე იყო აგებული. იგი ღვთისმოსავად აჩვენებს თავს. მას აქვს საკუთარი სინაგოგა, სადაც მოდიან მისი მიმდევრები თაყვანის საცემად... იგი თავგზას უბნევს მოსახლეობის ყველა ფენას...ქიმ 287.3

    სატანა ყოველ საუკუნეში დაუღლელად მუშაობს ხალხზე ზემოქმედებისათვის. ზოგჯერ იგი იმოსება ღვთისმოსაობისა და სიწმინდის სამოსელში. ხშირად იგი ნათლის ანგელოზის სახეს იღებს. იგი აბრმავებს მამაკაცებსა და დედაკაცებს, რათა ვერ დაინახონ, რა იმალება გარეგნობის იქით და ვერ მიხვდნენ მის ჭეშმარიტ ზრახვებს.ქიმ 287.4

    ღმერთი ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და უცვლელია. იგი ყოველთვის პირდაპირი გზით მიდის. მისი რჯული ჭეშმარიტებაა - უცვლელი, სამარადჟამო ჭეშმარიტება. მისი მითითებები შეთანხმებულია მის პირად თვისებებთან. Mაგრამ ეშმაკი მათ მცდარად წარმოგვიდგენს. მათი დამახინჯებით იგი ცდილობს ღმერთი მიიჩნიონ უსამართლო, სასტიკ არსებად.ქიმ 287.5

    მაგრამ ქრისტეს ცხოვრება, გამოვლილი განსაცდელი და სამარცხვინო სიკვდილი ამხელს სატანის თვალთმაქცობას. ქრისტემ მიიღო ადამიანური ბუნება და სრულყოფილი ცხოვრებით დაამოწმა სატანის მტკიცებათა სიცრუე, რადგან მაცდური მუდმივად სდებს ბრალს ღვთის რჯულის დაცვის მოსურნეთ. და ჯვარზე დაღვრილი ქრისტეს სისხლი სამარადისოდ და უცილობლად მოწმობს, რომ ღვთის რჯული ისევე უცვლელია, როგორც მისი ხასიათი. ქრისტეს ჯვარცმა მკვლელობაა, ჩადენილი ღმერთს დაცილებული და სატანის წაქეზებული ადამიანების მიერ. სამსჯავროს წინაშე, როცა ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი წარმოჩნდება მთელი თავისი ჭეშმარიტი არსით, ყველა ხმა დადუმდება. ყველა დაინახავს, რომ სატანა მეამბოხეა.ქიმ 287.6