Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    აბრაამის რწმენის უკმარისობა ჩვენთვის შეიძლება გაკვეთილი გახდეს, 16 მარტი

    „ადგა აბრაამი... აიღო პური და წყლის ტიკი და მისცა ჰაგარს, და აჰკიდა ზურგზე და ბავშვიანად გაუშვა” (დაბ. 21:14).ქიმ 78.1

    აბრაამმა უსიტყვოდ ირწმუნა აღთქმა ძის შეძენის თაობაზე, მაგრამ არ დაელოდა უფლის მიერ განსაზღვრულ დროში და განსაკუთრებული გზით მის აღსრულებას. შეაყოვნა უფალმა მისი აღსრულება აბრაამის ღვთიური ძალისადმი რწმენის გამოსაცდელად. უკვე ხანდაზმულ სარას შეუძლებლად მიაჩნდა ბავშვის გაჩენა და ღვთიური გეგმის აღსასრულებლად აბრაამს მეორე ცოლად თავისი მსახური ქალი შესთავაზა. ამ დროისათვის მრავალცოლიანობა ისე გავრცელდა, რომ ცოდვად აღარ ითვლებოდა, თუმცა ამით უფლის კანონი ირღვეოდა, რითაც ოჯახურ ურთიერთობებს, მის სიმშვიდეს და სიწმინდეს საფრთხე ემუქრებოდა...ქიმ 78.2

    თუმცა სარას დაჟინებული მოთხოვნით მოიყვანა აბრაამმა მეორე ცოლად აგარი, ახლა იგი ყოველივეში მხოლოდ აბრაამს ადანაშაულებდა. მან მეტოქის სახლიდან გაძევება მოისურვა, მაგრამ აბრაამი ამაზე ვერ დაითანხმა, ვინაიდან მალე აგარი მისი შვილის დედა უნდა გამხდარიყო და, როგორც იმედოვნებდა, იგი იქნებოდა აღთქმული ძე... „და ჩაგრავდა მას სარაი, და ის გაექცა მას”.ქიმ 78.3

    აგარი უდაბნოში გაიქცა და აი, მარტოხელას და ყველასაგან მიტოვებულს, წყაროსთან მჯდომს, უფლის ანგელოზი ეჩვენა ადამიანის სახით... და უთხრა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე მას”... და უფლის უდიდესი წყალობის მარად გასახსენებლად ებრძანა მას: ეწოდებინა თავისი ძისათვის ისმაელი, რაც ნიშნავს: „უფალი შეისმენს”.ქიმ 78.4

    ას წელს მიახლოებულ აბრაამს უფალმა კვლავ გაუმეორა თავისი აღთქმა და დაარწმუნა, რომ მომავალი მემკვიდრე სარასგან ეყოლება, მაგრამ იგი კვლავაც ვერ ჩასწვდა მის სიტყვებს...ქიმ 78.5

    ყველაზე ძვირფასი იმედების აღსრულების ამდენი ხნის მტანჯველი მოლოდინის შემდეგ ისაკის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება და სიხარული მოჰგვარა აბრაამისა და სარას კარავს, რამაც აგარის გულში ჩამალული პატივმოყვარული ზრახვების მსხვრევა გამოიწვია. იმ დროისათვის ისმაელი უკვე სიჭაბუკეში შევიდა და აბრაამის შთამომავლების მიმართ აღთქმული კურთხევისა და სიმდიდრის მემკვიდრედ ითვლებოდა. ახლა კი ყოველივე ამაზე ხელი მოეცარა. სასტიკად გაცრუებულმა დედაშვილმა შეიძულა სარას ბავშვი. ბანაკში გამეფებულმა საყოველთაო სიყვარულმა ბოროტი შური წარმოშვა მათ გულში და ისმაელი საჯაროდ დასცინოდა და კიცხავდა აღთქმის მემკვიდრეს. სარა ისმაელის დაუდეგარ ხასიათში განხეთქილების მარადიულ წყაროს ხედავდა და აბრაამს შეევედრა, ბანაკიდან გაეშვა აგარი და მისი ვაჟი...ქიმ 78.6

    აბრაამისადმი მიცემული შეგონება ოჯახურ ურთიერთობათა სიწმინდის შესახებ გაკვეთილი უნდა გახდეს ყველა დროის ყველა ადამიანისათვის...ქიმ 78.7