Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი ყველა საუკუნეში აცხადებს საიდუმლოებებს, 16 ნოემბერი

    „მაგრამ არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რა იქნება უკანასკნელ დღეებში” (დან. 2:28).ქიმ 323.1

    გასულ საუკუნეებში ზეციერი უფალი ღმერთი საიდუმლოებებს უცხადებდა თავის წინასწარმეტყველებს. ასეა დღესაც. აწმყო და მომავალი ერთნაირადაა გაცხადებული მის წინაშე, ამიტომ უფალი თავის მორჩილთ ამცნობს, რა მოხდება მალე. ყოვლისშემძლე ღმერთი საუკუნეთა სიღრმეებს აპყრობდა მზერას და წინასწარმეტყველების მეშვეობით გვაცნობა სამეფოთა წარმოშობა და დაცემა ამ მოვლენებამდე ასეული წლებით ადრე. ღვთის ხმა გამოძახილად გასდევს ათასწლეულებს და დედამიწის მცხოვრებთ აცნობებს მომავალს. მეფეები და მთავრები მათთვის განკუთვნილ ადგილებს იკავებენ. მათ ჰგონიათ თავად მოქმედებენ, ნამდვილად კი ყველა ასრულებს წინასწარმეტყველთა საშუალებით გადმოცემულ ღვთის სიტყვას...ქიმ 323.2

    ურწმუნონი და უღმერთონი ვერ ამჩნევენ დროის ნიშნებს. ხშირად უვიცობის გამო უარს ამბობენ შთაგონებულ მატიანეზე. როდესაც ქრისტიანებად წოდებული ადამიანები დამცინავად მოიხსენიებენ დიადი ღმერთის გზებსა და საშუალებებს და არ უთანხმებენ თავისას, ამით ცხადყოფენ, რომ არ ესმით არც წმინდა წერილი და არც ღვთიური ძალა... ქრისტიანი, რომელიც აღიარებს ჭეშმარიტებას და მხოლოდ ჭეშმარიტებას, ბიბლიურ ისტორიას განიხილავს ჭეშმარიტი მნიშვნელობით. ნამდვილი მორწმუნენი წარსულს და ებრაელი ხალხის ისტორიას არ დასცინებენ და „ბნელ საუკუნეებად” არ მონათლავენ, რადგან რაც უფრო მეტად იკვლევენ მას, სულ უფრო და უფრო მეტ ნათელს ხედავენ მასში.ქიმ 323.3

    ადამიანის სიტყვა საიმედო არაა და საკუთარ მტკიცებებზე დაყრდნობილ ადამიანებს უნდა ეშინოდეთ, რადგან ერთხელაც იქნება გატეხილ ჭურჭელს დაემსგავსებიან. ღვთის სიტყვა შეუმცდარია და საუკუნოდ სუფევს...ქიმ 323.4

    ღმერთის არსებობა და მეფობა მარადიულია, მისი დიდება სუფევს არა მარტო ხელთქმნილ ტაძარში. მას თავისი ხალხისთვის ცა ხსნილი აქვს. ღმერთი თავის მორჩილ წინასწარმეტყველებს საიდუმლოებებს უცხადებდა ძველი ისრაელის დროს და უცხადებს დღესაც.ქიმ 323.5

    კერპი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა ღამეულ ხილვაში ნახა (იხ. დან. 2), წუთისოფლის სამეფოთა სიმბოლოა. იმ ლითონთა ღირებულება და სიწმინდე, რომლისაგანაც კერპი იყო დამზადებული და რომლებიც სხვადასხვა სამეფოს სიმბოლოებს წარმოადგენდა, თავიდან ფეხებისაკენ მცირდებოდა. კერპის თავი ოქროსი იყო, მკერდი და ხელები - ვერცხლის, თეძოები - სპილენძის, ფეხები - რკინის, ხოლო ტერფები და თითები - ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ თიხისა. ამგვარად, სამეფოები, რომელთა სიმბოლო კერპის ქვედა ნაწილები იყო, არ გამოირჩეოდა ისეთი ბრწყინვალებითა და დიდებულებით, როგორც წინა მონარქიები... მათ რომ მუდმივი ღვთისმოშიშობა გამოეჩინათ, ებოძებოდათ სიბრძნე და ძლიერება, მტკიცედ შეიკვრებოდნენ და არ დაიშლებოდნენ.ქიმ 323.6