Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი მოგვიწოდებს ვიყოთ ნათლის შვილები, 17 ნოემბერი

    „თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არც ღამისანი ვართ ჩვენ და არ ბნელისანი” (1 თეს. 5:5).ქიმ 324.1

    ბიბლია - ეს ღვთით ბოძებული დიადი მეგზურია, სანთელი ჩვენი ფეხისათვის და სინათლე - ჩვენი ბილიკისათვის. მისი ნათელი გზას გვინათებს, რათა ვხედავდეთ, საით მივდივართ; ბიბლია უკანაც გზავნის სხივებს, ანათებს გარდასულ საუკუნეებს და გვამცნობს სრულ ჰარმონიას იქ, სადაც დაბინდული გონება ცდომილებასა და უთანხმოებას ხედავს. წუთისოფლის ადამიანისთვის შორეული წარსული საიდუმლოებითაა მოცული, მაგრამ ღვთის შვილები ხედავენ ნათელსა და სილამაზეს...ქიმ 324.2

    ებრაელებმა სამსხვერპლო ცხოველის სისხლი სცხეს საკუთარი სახლის კარებს და ამით აჩვენეს, რომ ღმერთს ეკუთვნიან. ღვთის შვილები საუკუნეთა განმავლობაში იქნებიან ღმერთის მიერ დაწესებული წარწერის მატარებლები... ღმერთი ამბობს: „და ჩემი შაბათებიც მივეცი მათ, რათა ყოფილიყვნენ ნიშნად ჩემსა და მათ შორის, რათა ცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი”. თუ ხალხი ამბობს, რომ ღვთის რჯული გაუქმებულია „მამათა” მოწმობებით, ესე იგი ისინი ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს...ქიმ 324.3

    ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდში. წინ გველის დიადი ბრძოლა... ურჯულოების კაცი შრომობს საკვირველი შეუპოვრობით, ცდილობს აღამაღლოს ცრუ შაბათი და განდგომილი პროტესტანტული სამყარო გაკვირვებულია მხეცის ხილვით, იეღოვას დაწესებული შაბათის დაცვას თვლის სახელმწიფო კანონების დარღვევად. სამეფოები შეიკრნენ ცრუ შაბათის დასაწესებლად, თუმცა მის დასაცავად ღვთის რჯულში ერთი სიტყვაც კი არ მოიძებნება...ქიმ 324.4

    ამჟამინდელი დიადი ბრძოლა მარტო ადამიანთა მტრობა არ არის. ცალ მხარეს დგას სიცოცხლის მთავარი, რომელიც მოქმედებს როგორც ჩვენი შემცვლელი და თავდები, ხოლო მეორე მხარეს ბოროტებას სჩადის ბნელეთის მთავარი, რომელიც მბრძანებლობს დაცემულ ანგელოზებს... „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას”.ქიმ 324.5

    ღვთის ერთგულთა და რჯულის უარმყოფელთა შეურიგებელი ბრძოლა გაგრძელდება ბოლო ჟამამდე. ეკლესია გაერთიანდა წუთისოფელთან და ღვთის რჯულის პატივისცემა შერყეულია. რელიგიური წინამძღვრები ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს. დღესაც იგივე ხდება, რაც ნოეს დროს... ჭეშმარიტად ღვთისმოსავ ადამიანს ბოროტების ნაკადი ვერ წარიტაცებს. ისინი არ შეიძულებენ იმას, რაც ღმერთმა გამოჰყო, როგორც წმიდა. ყოველი კაცი გამოიცდება. ამ ბრძოლაში მხოლოდ ორი მხარეა. ვის მხარეზე ხართ თქვენ?ქიმ 324.6