Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    განწმენდილნი ვართ ჭეშმარიტებით იესოში, 16 აგვისტო

    „განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა” (იოან. 17:17).ქიმ 231.1

    სულიერ ბრძოლაში მონაწილე ყოველი მეომარი მამაცი უნდა იყოს ღმერთში. სიცოცხლის მთავრის მხარეზე მებრძოლებმა თავისი იარაღი უნდა გამოაჩინონ, რათა თავისი ჭურვებით მიზანში არ ამოიღონ ისინი, ვინც მთავარ ემანუელის დროშის ქვეშ მსახურობს. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ დავჭრათ და დავჯიჯგნოთ ერთმანეთი. რამდენმა ადამიანმა უნდა მიუგდოს დღეს ყური ქრისტეს სიტყვებს, რომლებიც ნიკოდემოსს ეთქვა: „ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში”...ქიმ 231.2

    ბევრი ე. წ. ქრისტეს მიმდევარი, ვისი სახელებიც საეკლესიო წიგნებში წერია, ეკლესიის საყრდენსა და ძალას სულაც არ წარმოადგენს. მათ არ მიიღეს ჭეშმარიტების ნათელი... სული ნათდება არა მარტო ჭეშმარიტების აღიარებით, არამედ ჭეშმარიტების მიხედვით პრაქტიკული ცხოვრებითაც. დაე, ჭეშმარიტებით განწმენდის მსურველებმა გულმოდგინებითა და ლოცვით გამოიკვლიონ ძველი და ახალი აღთქმები, რათა შეიმეცნონ, რა არის ჭეშმარიტება...ქიმ 231.3

    ქრისტესაკენ ჭეშმარიტად მოქცეული ადამიანი ყოველთვის ფხიზელი გუშაგი უნდა იყოს, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიიღოს. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს რომელი დოქტრინებისა სწამთ, რადგანაც მათ უკვე აღიარეს იესო ქრისტეს თავის მხსნელად, სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებიან. ვიღაცას ეჩვენება, რომ ღმერთი მიიღებს მათ, თუკი მის კანონს კი არ იცავენ, არამედ რაღაც სხვა კანონებს ასრულებენ, რომელიც უფალს სახარებაში არ გადმოუცია და ამავე დროს აჩვენებენ, რომ თითქოს ღვთის მცნებებს და მის მოთხოვნებს ასრულებენ. ეს საბედისწერო შეცდომაა და თუ უარს არ იტყვიან ამგვარ მწვალებლობაზე და არ შეუდგებიან უფლის მოთხოვნათა შესრულებას, ვერ გახდებიან სამეფო ოჯახის წევრები...ქიმ 231.4

    ვისაც განწმენდის პრეტენზია გააჩნია და ყურადღებას არ აქცევს სინაის მთაზე ღმერთის ნებით წარმოთქმულ სიტყვებს, ისინი აჩვენებენ, რომ არ სურთ ღმერთისადმი მორჩილება, რასაც იგი ითხოვს... „უჩემოდ, - ამბობს ქრისტე, - არაფრის კეთება არ შეგიძლიათ”. მხოლოდ ქრისტესთან კავშირში მიაღწევთ სრულყოფილებას. „მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში”...ქიმ 231.5

    რა სიხარული უნდა ჰპოვონ (ზეცაში) მათ, ვინც ამ ცხოვრებაში ქრისტესკენ არ მიილტვის, ვინც არ სწავლობს მის ხასიათს და არ ემზადება მასთან ერთად საცხოვრებლად მომავალში? მათ ურჩევნიათ, იყონ ნებისმიერ სხვა ადგილას, ოღონდ არა იმის გვერდით, ვისითაც არ აღფრთოვანდებიან. მათ ვერ შეიცნეს ქრისტე წუთისოფელში და ვერ შეძლებენ მის შეცნობას ზეცაში.ქიმ 231.6