Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ნოეს ჭეშმარიტი რწმენა, 18 თებერვალი

    „და უთხრა უფალმა ნოეს: შედი შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში” (დაბ. 7:1).ქიმ 51.1

    ნოეს ებრძანა კიდობნის აგება მისი და მისი სახლის გადასარჩენად. უფალმა უთხრა ნოეს: „გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში”. ნოეზეც ითქვა, რომ ის ღმერთთან დადიოდა. არ ჭოჭმანობდა და არც ასეთი კითხვა დაუსვამს: „რას იფიქრებენ ჩემზე ძველი მსოფლიოს მკვიდრნი, როცა ხმელეთზე ხომალდის აგებას შევუდგები?” მან უბრალოდ დაუჯერა ღმერთს და დაიწყო შრომა იმ ნათელისა და გეგმის მიხედვით, რომელიც ღმერთმა უძღვნა. მან მრავალი დურგალი დაიქირავა, ისინი ეხმარებოდნენ ამ დიდ მშენებლობაში და ბევრმა მათგანმა ირწმუნა კიდეც. მაგრამ ნოეს თანამედროვეთა უდიდეს ნაწილს არ სწამდა ღმერთი და დასცინოდა ნოეს. ხალხი დასცინოდა ხმელეთზე დიდი საზღვაო ხომალდის აგების თვით იდეას.ქიმ 51.2

    დედამიწის ზედაპირი თითქმის იგივე რჩებოდა, როგორიც ის ღმერთმა შექმნა, თუმცა ზოგიერთი ცვლილება მაინც მოხდა. ხალხი უცქერდა დიდებულად აზიდულ ხეებს, უფლის სასწაულებს ბუნებაში და ამბობდა: „როგორ შეუძლია ღმერთს, გაანადგუროს ეს ყოველივე”. ის, რასაც ნოესდროინდელი მსოფლიოს მკვიდრნი თავისი თვალებით ხედავდნენ და გრძნობის ორგანოებით აღიქვავდნენ, უფრო ძლიერ გავლენას ახდენდა მათზე, ვიდრე ზეციდან გამოგზავნილი ცნობა, ხოლო ნოე, თავისი ერთგულებითა და პატიოსნებით, იმ მოდგმისათვის ღმერთის მოწმეს წარმოადგენდა.ქიმ 51.3

    აბელი, ხანოქი და ნოე იმ დროის სანიმუშო ადამიანები იყვნენ და ღირსეული მაგალითის მიმცემი ძველი მსოფლიოს მკვიდრთათვის. იმ ქვეყნის თითოეული მაცხოვრებელი უფლის კანონით უნდა გამოცდილიყო. იქნებიან თუ არა ისინი ღმერთის მორჩილნი და მხოლოდ იმას გააკეთებენ, რასაც ღმერთი ბრძანებს, თუ დარჩებიან დაუმორჩილებელნი და სულ მალე მოიმკიან შესაფერის ნაყოფს? ნოე ბევრი იმათთაგანის მსგავსი რომ ყოფილიყო, ვინც დღეს ამბობს: „გწამდეთ, გწამდეთ; ყველაფერი, რაც თქვენ გინდათ, ეს რწმენაა”, მაშინ ის არ განსჯიდა წუთისოფელს. მაგრამ ნოეს რწმენა ჭეშმარიტი და ქმედითი იყო. თავისი რწმენითა და საქმეებით ის მოწმობდა წარღვნამდელი ქვეყნიერებისათვის, რომ სწამდა ღმერთი. ის რომ ღმერთს შეწინააღმდეგებოდა და ეთქვა: „მე არ შემიძლია კიდობნის აგება; მე გიჟად ჩამთვლიან, თუ ხმელეთზე გემის აგებას დავიწყებ”, მაშინ ის ამ ადამიანებზე კეთილი გავლენის მოხდენას ვერ შეძლებდა. მაგრამ მან ყური უგდო ღმერთს და მისი რწმენა საქმეში განხორციელდა.ქიმ 51.4

    ნოე მართლაც გიჟად ჩათვალეს, დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, მაგრამ ის აგრძელებდა შრომას და კიდობნის შენებას, უფლის მითითებების მიხედვით. როდესაც ნოეს უკანასკნელი შეტყობინება ემცნო ზნეობრივად გახრწნილ მოდგმას, როდესაც ის იდგა ადამიანების წინაშე და ამცნობდა მათ უკანასკნელ გაფრთხილებას, ხალხმა ქილიკითა და დაცინვით ზურგი აქცია ნოეს. ისინი ისმენდნენ მის ლოცვებს, რომელსაც ის აღავლენდა მათთვის ბოლოყოველდღიურად. გულში ის ძლიერ განიცდიდა ხალხის გამო, ამცნობდა მათ თავის ყოველ უკანასკნელ ამბავს.ქიმ 51.5