Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ყველას შეუძლია გაიმარჯვოს ქრისტეს მეშვეობით, 19 ივლისი

    „განა შეიცვლის ქუშელი თავის კანს და ვეფხვი თავის ლაქებს? მაშინ თქვენც შეძლებთ სიკეთის ქმნას ბოროტებას მიჩვეულნი” (იერ. 13:23).ქიმ 203.1

    ჩვენ ვიცით, რომ წუთისოფელში არსად არის ზომიერება. არანაირ ცოდვას არ წარმოადგენს ჭამა და სმა ფიზიკური ძალების შესანარჩუნებლად და იმის გაკეთება, რაც კარგია სულიერი კეთილდღეობისათვის. მაგრამ, როცა გვერდზე გადავდებთ მარადიულობას და ვკარგავთ ზომიერებას, მაშინ ცოდვას ჩავდივართ. ყველგან ვხედავთ ამგვარ დანაშაულს, ამგვარ ურჯულოებას! განა არ დადგა იმის დრო, რომ ჩავფიქრდეთ, საით მივექანებით?..ქიმ 203.2

    სატანა გველის სიმბოლოთია წარმოდგენილი. მაცდური ყველგან და ყველაფერშია და როცა ღმერთი ამბობს: „არ გააკეთო ეს”, რა ხდება ძალიან ხშირ შემთხვევაში? ხშირად ადამიანებს გაფრთხილება კი არ ესმით, არამედ მაცდურის ხმა. და წარმტაცი პერსპექტივების ნაცვლად, რომელთაც სატანა უხატავს, ისინი მხოლოდ მწუხარებასა და ტანჯვას იმკიან...ქიმ 203.3

    როდესაც ქრისტე ბეთლემელი ჩვილის სახით მოევლინა დედამიწას, ანგელოზები გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და კაცთა შორის სათნოება”... სატანამ კი მთელი თავისი სინაგოგით (რადგან მას განსაკუთრებული რელიგიურობის პრეტენზია გააჩნდა) მტკიცედ გადაწყვიტა, რომ არ შეიძლება ქრისტეს ზეციური გეგმების აღსრულების საშუალება მიეცეს. როდესაც მოინათლა, ქრისტემ იორდანეს ნაპირზე მუხლი მოიყარა და ისეთი ლოცვა წარმოთქვა ღვთიურ ბაგეთაგან, როგორიც ჯერ არ მოუსმენია ზეცას... უფლის დიდება ოქროსფერი მტრედის სახით დაეშვა მასზე და ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”. თავისი ადამიანური ხელით იესო კაცთა მოდგმას ეხვევა, ხოლო ღვთიური ხელი უზენაესის ტახტისთვის ჩაუჭიდია. ქრისტეს ლოცვამ წყვდიადი გაარღვია და ღვთიურ ტახტს მისწვდა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ჩვენგანისთვის გაიხსნა ზეცა. ზეცის კარიბჭე იღება, რათა ღვთის დიდება დაეშვას უფლის ძეზე და ყველა მის მორწმუნეზე მისი სახელით...ქიმ 203.4

    სულიწმიდით აღვსილი ქრისტე უდაბნოში წავიდა ეშმაკის ცდუნებებთან შესაბრძოლებლად... სატანამ დამარცხებულმა დატოვა ბრძოლის ველი. ჩვენმა მხსნელმა უყურადღებოდ დატოვა მისი ცდუნებები და გაიმარჯვა...ქიმ 203.5

    რა გააკეთა მან კაცთა ოჯახისათვის? მისი წყალობით ავმაღლდით ზნეობრივ განზომილებაში და შეგვიძლია ჩვენი სიმდიდრის - ქრისტეს დახმარებით გამარჯვებული ვიყოთ. ქრისტეშია იმედი ყველაზე სასოწარკვეთილთათვის... რისთვის მოვიდა ჩვენს წუთისოფელში ქრისტე? რათა მამა ღმერთი გაეცხადებინა ჩვენთვის. რა მოყვარული და მოწყალეა მისი გული!.. როცა ღმერთმა საკუთარი ძე მოგვცა, მან მთელი ზეცა მოგვცა. მეტის მოცემა მას არ შეეძლო.ქიმ 203.6