Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    იანვარი

    ღმერთი სიყვარულია, 1 იანვარი

    „ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მასში” (1 იოან. 4:16).ქიმ 3.1

    „ღმერთი სიყვარულია” (1 იოან. 4:16). მისი არსი, მისი კანონი სიყვარულს წარმოადგენს. იგი მუდამ იყო და იცოცხლებს მარადჟამს. ის არის „მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი”, „საუკუნოა მისი გზასავალი”, რადგან არაა მასში „ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა” (ეს. 57:15; აბაკ. 3:6; იაკ. 1:17).ქიმ 3.2

    მისი შემოქმედებითი ძალის ყოველი გამოვლინება უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებაა. ღვთიური მბრძანებლობა მოიცავს ყველა შექმნილ არსებათათვის კურთხევათა სისრულეს... დიადი ბრძოლის ისტორია კეთილსა და ბოროტს შორის, დაწყებული იმ დროიდან, როდესაც იგი გაჩაღდა ზეცაში და იმ დრომდე, როდესაც ამბოხი ჩაიხშობა და ცოდვა საბოლოოდ ამოიძირკვება, ასევე ღმერთის მარადიული სიყვარულის მოწმობაა.ქიმ 3.3

    სამყაროს მბრძანებელი მარტო არ იყო თავის კეთილ მსახურებაში. მის გვერდით იყო ის, ვინც იცნობდა მის ზრახვებს და შეეძლო მასთან ერთად გაეზიარებინა ის სიხარული, რომელსაც განიცდიდა, როდესაც ბედნიერებას ანიჭებდა ყველა ქმნილებას. „თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი” (იოან. 1:1). ქრისტე, სიტყვა, ღვთის მხოლოდშობილი, ერთიანი იყო მარადიულ მამასთან - შერწყმული მასთან ბუნებრივად, ხასიათითა და განზრახვით. მხოლოდ მას შეეძლო ჩასწვდომოდა ღმერთის რჩევებს და სცოდნოდა მისი ჩანაფიქრი.ქიმ 3.4

    თავისი ძის მეშვეობით მამა ღმერთმა შექმნა ყველა ზეციური არსება. „მისით შეიქმნა ყოველი... საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა” (კოლ. 1:16). ღვთის ცხებული ძე, „დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, ყოველივე რომ უპყრია თავისი ძალის სიტყვით” (ებრ. 1:3), მბრძანებლობს მათზე ყველაზე.ქიმ 3.5

    უფლის მმართველობა სიყვარულის კანონზეა დაფუძნებული, ამიტომ ყველა გონიერი არსების ბედნიერება დამოკიდებულია სიმართლის დიად პრინციპებთან სრულ თანხმობაზე. ღმერთს სურს, რომ ყველა მის მიერ შექმნილი ქმნილება ემსახუროს მას სიყვარულით, რათა ეს მსახურება მისი ხასიათის გაგებით ყოფილიყო განპირობებული. მას არ გვრის სიხარულს მისდამი იძულებითი მორჩილება. თითოეულს თავისუფალი ნება მიეცა, რათა ადამიანებს შეძლებოდათ, საკუთარი სურვილით ემსახურათ მისთვის.ქიმ 3.6

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents