Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მხოლოდ ტანჯვის გავლით შეეძლო ქრისტეს თავისი მისიის შესრულება, 6 ივლისი

    „თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა” (მათ. 4:6).ქიმ 190.1

    მეორე ცდუნება თვითდაჯერებულობას ეხებოდა... ახლა სატანამ გადაწყვიტა, რომ იესოს საკუთარ ტერიტორიაზე შეხვდა. ვერაგი მტერი თავად აკეთებს უფლის ბაგეთაგან გამოსული სიტყვების ციტირებას, რითიც აჩვენებს, რომ იცნობს წმინდა წერილს. მაგრამ როცა ამბობს: „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე”, მატყუარა გამოტოვებს სიტყვებს: „დაგიცვან ყველა შენს გზაზე”, ანუ ღმერთისათვის სასურველ ყველა გზაზე. იესომ უარი თქვა მორჩილების გზიდან გადახვევაზე. მას არ სურდა, ეიძულებინა ღმერთი მის დასახმარებლად მოსულიყო და გადაერჩინა იგი, რადგან ამ შემთხვევაში ის ვეღარ დაგვიტოვებდა ნდობისა და მორჩილების მაგალითს. ის არასოდეს არ ახდენდა სასწაულს საკუთარი თავის გამო. ყველა მისი სასწაული სხვა ადამიანების სასიკეთოდ იყო ჩადენილი. იესომ უთხრა სატანას: „ასევე დაწერილია: ‘არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი’”. ღმერთი დაიფარავს მორჩილების გზებით მავალთ, მაგრამ ამ გზიდან გადახვევა ნიშნავს სატანის ტერიტორიაზე ფეხის დადგმას. იქ კი აუცილებლად დავეცემით...ქიმ 190.2

    იესომ მეორე ცდუნებაც დაძლია, მაგრამ სატანა ახლა თავის ნამდვილ ხასიათს ავლენს და ქვეყნიერების ღმერთად წარმოაჩენს თავს. დააყენა რა იესო მაღალ მთაზე, სატანამ, თითქოს პანორამაში, უჩვენა მას ყველა სამეფო მთელი თავისი დიდებით. სულ ცოტა ხნის წინ იესო მხოლოდ წყვდიადსა და სიცარიელეს ხედავდა, ახლა კი თვალწინ უჩვეულოდ ლამაზი სანახაობა გადაეშალა. სატანამ უთხრა მას: „მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას და მათ დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ. თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე”.ქიმ 190.3

    ქრისტეს თავისი მისიის შესრულება მხოლოდ ტანჯვის გზით შეეძლო. წინ მას ელოდა გაჭირვება, მწუხარება და ბრძოლა, შემდეგ კი სამარცხვინო სიკვდილი. ახლა ქრისტეს შეეძლო თავი დაეხსნა საშინელი მომავლისაგან და ეღიარებინა სატანის მეუფება, მაგრამ, თუ ასე მოიქცეოდა, ის სატანას გამარჯვებას დაუთმობდა დიად ბრძოლაში. იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’” ქრისტეს ღვთაებრიობამ გამოანათა მისი ტანჯული ადამიანური ბუნებიდან. სატანა უძლური გამოდგა ბრძანების წინაშე და განვიდა. დამცირებული და განრისხებული სატანა იძულებული შეიქნა ჩამოცილებოდა ქვეყნიერების მხსნელს.ქიმ 190.4