Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სიწმინდეს დაშორებულ სულს შეიძლება საფრთხე შეექმნას, 31 მაისი

    „და დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრაელის თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია” (1 ნეშტ. 29:25).ქიმ 154.1

    სოლომონმა, რომელმაც ოდესღაც ტაძრის კურთხევისას საზეიმოდ განუცხადა ხალხს: „იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი”, საკუთარი გზა აირჩია და დაშორდა ღმერთს მისი გული. მას შეეძლო ღმერთს დაკავშირებოდა და სულ უფრო და უფრო შეეცნო იგი, მაგრამ ვერ გაამართლა მისდამი გამოვლენილი ნდობა და კიდევ უფრო მეტად შორდებოდა ღმერთს...ქიმ 154.2

    ამ მაგალითით ჩანს, რა ემართებათ ადამიანებს, როცა ისინი ღმერთს შორდებიან. ერთი ცრუ ნაბიჯი გზას უმზადებს მეორეს და მესამეს და ყოველი შემდეგი მრუდე ნაბიჯი უფრო იოლი გადასადგმელია, ვიდრე წინა ნაბიჯი. ფრთხილად ვიყოთ და სიწმინდისა და პატიოსნების პრინციპების უგულებელყოფით საფრთხეში არ ჩავიგდოთ საკუთარი სული! სახიფათოა მშვიდობისა და სიმართლის ღვთიური გარანტიების უგულებელყოფა. ქიმ 154.3

    ნუთუ უფალმა შეცდომა დაუშვა, როცა სოლომონს ესოდენ საპასუხისმგებლო საქმე მიანდო? არა, ღმერთი ამზადებდა მას ამ მოვალეობათა შესასრულებლად და დაპირდა მას წყალობას და ძალას მორჩილების პირობით. დავითმა უანდერძა მას: „და დაიმარხე უფლის, შენი ღმერთის, სამარხველი: იარე მის გზაზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც სწერია მოსეს რჯულში, რომ ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს მიაქცევ”.ქიმ 154.4

    უფალი განაწესებს ადამიანებს საპასუხისმგებლო პოსტებზე, რათა მათ აღასრულონ არა საკუთარი, არამედ ღვთის ნება. მანამ, სანამ ადამიანები უფრთხილდებიან ღმერთის სუფთა მმართველობით პრინციპებს, იგი აკურთხებს და აძლიერებთ მათ, აღიარებს თავის იარაღად. ღმერთი არასოდეს ტოვებს მას, ვინც პრინციპის ერთგულია.ქიმ 154.5

    დაე მათ, ვისაც საპასუხისმგებლო თანამდებობები უკავიათ, ახსოვდეთ, რომ ჩვენ უკანასკნელი ჟამის საშიშროებებს ვუახლოვდებით. ღმერთი ათვალიერებს მთელ ქვეყნიერებას, დედამიწის ყველა მცხოვრებს... არავის აქვს უფლება თავისი გზის მასწავლებლებად გადააქციოს გზააბნეული, შეზღუდული ადამიანები. ყველა მოკვდავის უკან ღმერთი დგას. ის არის ის, ვისგანაც ყველა იღებს სიბრძნესა და ცოდნას, რომელიც სიკეთის კეთებას უწყობს ხელს. და ღმერთიც მზადაა, დაეხმაროს თითოეულ კაცს, რადგან არაა მასში მიკერძოება.ქიმ 154.6

    ისინი, ვინც ღმერთმა დიდი ნიჭით დააჯილდოვა, დგანან ამპარტავნობისა და თვითდაჯერებულობის საფრთხის წინაშე. ადამიანზე, რომელსაც გარშემომყოფებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, რომლებსაც სხვები ხალისით მიჰყვებიან, საჭიროა მუდმივი ლოცვა და მათ უნდა არიგებდნენ სხვა მსახურები. დაე, ილოცონ მათ იმის შესახებ, რომ იგი დაცული იყოს ამპარტავნობისა და თვითგანდიდების საფრთხისაგან.ქიმ 154.7