Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    დავდგეთ ქრისტეს მხარეს, 19 დეკემბერი

    „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს” (მათ. 11:28, 29).ქიმ 356.1

    უფლისთვის შრომის მსურველთ ქრისტეს უღელი უნდა იტვირთონ. ასეთი მორჩილება გულისხმობს თავგანწირვას და უფლისთვის სხეულის, სულისა და სამშვინველის ბოლომდე მიძღვნას. როცა ღვთის მუშაკები ქრისტესგან ისწავლიან თვინიერებას და მორჩილებას, მიხვდებიან, რომ მისი უღელი მსუბუქია და ტვირთიც მძიმე არ არის. ისინი არ დაიღლებიან მის სამსახურში... დაე, მან, ვისაც ღმერთისთვის მუშაობა სურს, ჰკითხოს ქრისტეს და იგი მიაგებს სიბრძნეს, რათა შეასრულოს მისი სამუშაო სულიწმიდის დახმარებითა და მსახურებით...ქიმ 356.2

    დრო ძვირფასია. ადამიანთა ბედი სასწორზე ძევს. ხსნის გზა დიდი ტანჯვის ფასადაა მოპოვებული. ნუთუ ქრისტეს დიადი მსხვერპლი ამაოა? ნუთუ დედამიწა სატანური ძალების ხელში გადავა? სულთა ხსნა დამოკიდებულია ღვთის ეკლესიის მიძღვნასა და საქმიანობაზე. უფალი მოუწოდებს ყველა მორწმუნეს გახდეს მისი თანამშრომელი. სანამ ცოცხალი არიან, მათ სამუშაოს დამთავრების უფლება არა აქვთ. სანამ არ დადგება დრო, როცა ქრისტე იტყვის: „აღსრულდა”, ადამიანთა გადასარჩენად გაწეული საქმიანობის მნიშვნელობა კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება.ქიმ 356.3

    ღვთის წყალობა გამოიხატება მის მოთმინებაში. მან შეაკავა განკითხვანი და ელის, როდის მიაღწევს გაფრთხილების უწყება დედამიწის ყველა კუთხეში. ბევრს კიდევ არ გაუგია დღევანდელობის გამომცდელი ჭეშმარიტებები. ჭყალობის უკანასკნელი ჟამის შესახებ უფრო სრულად უნდა ეუწყოს წუთისოფელს...ქიმ 356.4

    დღევანდელი კაცობრიობის საშინელი მდგომარეობა ეჭვს ბადებს, რომ ქრისტე ამაოდ მოკვდა და სატანა ზეიმობს. დედამიწის მცხოვრებთა უმეტესობა სატანის სამეფოს ეკუთვნის... ქრისტეს ჯერ არ დაუმყარებია თავის სამეფო. „ახლა კი ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს”.ქიმ 356.5

    მაგრამ არ ვტყუვდებით. სატანის მოჩვენებითი ზეიმის მიუხედავად ქრისტე ახორციელებს თავის შუამდგომლურ მსახურებას ზეციურ საწმიდარში... როცა ვხედავთ წინასწარმეტყველების აღსრულებას, რწმენა ქრისტეს სამეფოს საბოლოო გამარჯვებისა უნდა გაძლიერდეს. მამაცურად ვიაროთ წინ და შევასრულოთ დაკისრებული სამუშაო.ქიმ 356.6

    წმინდა და სასიამოვნო მეტყველებით, ხასიათის კეთილშობილებით ვამცნოთ ყველას, რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის დიად ბრძოლაში ქრისტეს მხარეს ვიმყოფებით. მოდით გამოვხატოთ ჩვენი რწმენა გოლგოთის ჯვრის გამარჯვებისა. დაე, ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტოს, რომ გამუდმებით განადიდებს ჭეშმარიტებასა და სიმართლეს.ქიმ 356.7