Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    როცა სულიწმიდა მოდის როგორც ნუგეშისმცემელი, 20 ოქტომბერი

    „როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისაგან - ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე” (იოან. 15:26).ქიმ 296.1

    ჩვენ ვცდებით, როცა დროს, გონებრივ და ფიზიკურ ძალებს ვახარჯავთ მიწიერ საქმეებს და არ ვითვალისწინებთ მარადისობას, რადგან მოსავალი უფლის ბეღელში უნდა დავაბინავოთ... უფალს სურს ჩვენი ზრდაგანვითარება მიწაში ჩაგდებული თესლის მსგავსად - ჯერ ჯეჯილი იზრდება, შემდეგ თავთავი, შემდეგ თავთავში მარცვალი...ქიმ 296.2

    ზოგიერთი კითხულობს: როგორ მოვიქცე, რომ მივიღო სულიწმიდა? ღმერთს შესთხოვეთ, დაგეხმაროთ, გამოიკვლიოთ თქვენი გული თითქოსდა ანთებული სანთლით. არაფერი მოიმოქმედოთ თქვენი „მე”-ს წასაქეზებლად. დავუშვათ, ქრისტეს მიმდევრები აღმსარებლობით არიან მისი ოფიციალური წარმომადგენლები დედამიწაზე; დაინახავენ თუ არა ამას წუთისოფლის მცხოვრებნი და აღიარებენ თუ არა იმ ფაქტს, რომ ისინი ქრისტესთან იყვნენ და მისგან სწავლობდნენ? იქნებიან ძალა ხსნისათვის? ჩვენ გვჭირდება ქრისტეს რელიგია. მხოლოდ იგი მოგვიტანს სიყვარულს, სიხარულსა და მშვიდობას. უფალს მხოლოდ უხვი მოსავალი სურს.ქიმ 296.3

    იოან. 15:17-21-ში საუბარია ქრისტესა და წუთისოფელს შორის განსხვავებაზე, ქრისტესა და მისი მიმდევრების დევნაზე... უნდა შევიცნოთ ქრისტე, რადგან მისი სწორად შეცნობა ნიშნავს მარადიულ სიცოცხლეს. იოან. 15-ში მოიხსენიება გამოცდა და დაპირისპირება. უფალი კითხულობს: შეგიძლიათ გაუძლოთ ბრძოლას? შემდეგ გვესაუბრება მარადიულ ფასეულობებზე და მიგვითითებს ათასობით ანგელოზზე, რომლებიც გამოგზავნა ხსნის მემკვიდრეთა სამსახურში. იგი გვიჩვენებს ჩვენს წინააღმდეგ დარაზმულ მხედრობას, თან გვაფრთხილებს, არ დავღონდეთ, რადგან ღვთიური მხედრობის თავი ჩვენთანაა, როგორც იყო ღვთის ხალხთან იესო ნავეს ძის ჟამს... უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიბრძოლოთ. გამარჯვება ეკლესიის რომელიმე მსახურში ან რიგით წევრში კი არ არის, არამედ უფლის მხედრობის მთავარშია, რომელიც იღწვის ჩვენთვის...ქიმ 296.4

    ჩვენ სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. და ღმერთი ჩვენი მოკავშირეა.ქიმ 296.5

    არ გვეგონოს, რომ წარმატების საიდუმლო მამაკაცთა და დედაკაცთა ნიჭშია. ადამიანები შეიძლება ფლობდნენ ყოველგვარ მათთვის მისაწვდომ ცოდნას და მაინც მარტოობას უჩიოდნენ; ქრისტეს გარეშე ისინი უძლურნი არიან. ხართ მისი მორჩილი? ატარებთ ცოდვას და წყენას ვინმეზე? გულით ეძებთ ღმერთს? შეიძლება ყველასთან განშორება ავიტანოთ, ოღონდ ღვთის სულთან - ვერა. ჩვენ გვჭირდება შთაგონება ჯვრისა, რომელიც გვაგრძნობინებს უსუსურობას, რადგან მაშინ აღგვამაღლებს ღმერთი.ქიმ 296.6