Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჭეშმარიტება გვასწავლის გზას ზეცისკენ, 21 მარტი

    „ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს” (იოან. 10:9).ქიმ 83.1

    ჭეშმარიტება - ეს ქმედითი პრინციპია, რომელიც ცვლის გულსა და ცხოვრებას, რის შედეგადაც ადამიანი, ვინც აღიარა იგი, მუდამ ზემოთ მიისწრაფვის, ადის კიბეზე, რომელიც იაკობმა იხილა, უფლისკენ, ის კი სწორედ ზემოთ დგას. ყოველ მომდევნო საფეხურზე ნებისყოფა ახალ იმპულსს იღებს. უფლის დიდება, კიბის ზემოთ რომ დგას, შეიძლება დამსახურებებისამებრ შეფასებული იყოს მხოლოდ მათ მიერ, ვინც თანმიმდევრულად ადის სულ უფრო მაღლა, ისწრაფვის უფრო კეთილშობილური მიზნების მიღწევისაკენ, რომლებსაც ქრისტე გვიცხადებს. იაკობის კიბეზე ასასვლელად აუცილებელია ყველა ჩვენი ფიზიკური და გონებრივი ძალების ამოქმედება...ქიმ 83.2

    ჩვენი მოწოდება და არჩევანი უფრო მტკიცე რომ გახდეს, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე ბევრს ჰგონია. „ასეთი მოქმედებით”, ე. ი. უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს შემეცნებაში ზრდისა და ნაბიჯნაბიჯ იმ კიბის საფეხურებზე ასვლისას, რომელიც იაკობმა იხილა, „არასოდეს წაიბორძიკებთ”...ქიმ 83.3

    მოდით, დავფიქრდეთ იმ კიბეზე, იაკობს რომ ეჩვენა. კაცთა მოდგმამ ღმერთთან ურთიერთობის უნარი დაკარგა. იქნებ, ხალხი ხედავდა დაკარგულ სამოთხეს, მაგრამ ვერ ხედავდნენ მასში შესვლისა და ზეცასთან ურთიერთობის აღდგენის ვერც ერთ ხერხს. ადამის ცოდვამ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა ზეცასა და დედამიწას შორის. იმ მომენტამდე, ვიდრე ადამი და ევა ღმერთის კანონს დაარღვევდნენ, მიწასა და ზეცას შორის თავისუფალი ურთიერთობა იყო დამყარებული. ისინი იმ ბილიკით იყვნენ დაკავშირებული, რომელიც ღმერთმა გაკვალა ხალხისაკენ. მაგრამ უფლის კანონის დარღვევის შემდეგ, ხალხმა დაკარგა ეს გზა და ღმერთს გამოეყო.ქიმ 83.4

    როგორც კი სატანამ აცდუნა ჩვენი პირველი წინაპრები და მათ დაარღვიეს ღვთის წმინდა კანონი, ყველაფერი, რაც აკავშირებდა დედამიწას ზეცასთან და ადამიანებს ღმერთთან, გაწყდა. შესაძლოა, ხალხი იცქირებოდა ზეცისკენ, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მიეღწიათ მასთან. მაგრამ სიხარული ეწვია დღეს წუთისოფელს! უფლის უცოდველი ძე, სრულყოფილი თავის მორჩილებაში, ხდება მეგზური, რომელსაც შეუძლია აღადგინოს დაკარგული ურთიერთობა, განაახლოს გზა, რომლითაც მოარულს შეუძლია დაკარგული სამოთხის დაბრუნება. ჩვენი მეოხისა და შუამდგომლის, ქრისტეს მეშვეობით, ჩვენ გაგვაჩნია უფლის მცნებების შესრულების უნარი. ჩვენ კვლავაც შეგვიძლია უფლის სამეფოს ერთგული ქვეშევრდომები გავხდეთ და ღმერთიც მზადაა ჩვენს მისაღებად.ქიმ 83.5

    ქრისტე კიბეა... ეს ის კიბეა, რომლის ძირი მიწაზეა, ხოლო წვერი ზეციურ სიმაღლეებს აღწევს. გაწყვეტილი კავშირი აღდგენილია. გამოჩნდა გზა, რომელზედაც სიარულის უფლება მიეცა ყველა შეჭირვებულს და ტვირთმძიმეს. მათ შეუძლიათ მარადისობაში შესვლა და სიმშვიდის მოპოვება.ქიმ 83.6