Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთის წინააღმდეგ გულის გასასტიკების შედეგები, 6 აპრილი

    „და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, და დაედევნა იგი ისრაელის ძეთ; და გამოდიოდნენ ისრაელის ძენი მაღალი ხელით” (გამ. 14:8).ქიმ 99.1

    როდესაც ძლიერმა და სარწმუნო ნათელმა ღმერთისაგან გამოუცხადა ფარაონს დიადი მე ვარ, ის იძულებული შეიქნა დათმობაზე წასულიყო. მაგრამ როგორც კი ღმერთი შეწყვეტდა მასზე ზეწოლას, ფარაონს უბრუნდებოდა ურწმუნოება და იგი უჯანყდებოდა ზემოდან მოცემულ დიად სინათლეს. როდესაც უარყო პირველი სასწაულის მტკიცებულება, მან დათესა უღმერთობის თესლი, რომელმაც, უმეთვალყუროდ დარჩენილმა, თავისი მსგავსი ნაყოფი გამოიღო. შემდგომში ღვთიური ძალის არანაირ გამოვლინებას მეფეზე საჭირო ზემოქმედება აღარ მოუხდენია. მონარქმა გული გაისასტიკა და სულ უფრო და უფრო ეფლობოდა უღმერთობაში, ვიდრე ეგვიპტის მთელ უზარმაზარ ტერიტორიაზე არ დაიხოცა ყველა პირმშო, ყოველი ოჯახის სიამაყე. ამის შემდეგ ფარაონი დაედევნა ისრაელს, შეეცადა იმ ხალხის დაბრუნებას, რომელიც ყოვლისშემძლის ხელით გათავისუფლდა. მაგრამ იგი ებრძოდა ძალას, რომელიც თავისი სიდიადით ბევრად უფრო ძლიერი იყო ნებისმიერ ადამიანურ ძალაზე და თავის მხედრობასთან ერთად მეწამული ზღვის წყლებში დაიღუპა.ქიმ 99.2

    უფლის კანონის უარმყოფელნიც იგივე ცოდვას სჩადიან, რასაც ფარაონი. ისინი ისასტიკებენ თავიანთ გულს. ღვთის ხმა უარყოფილია ადამიანთა თეორიების, სატანური შემოთავაზებებისა და სიცრუის გამო. ადამიანები ეწინააღმდეგებიან სულიწმიდას და უარყოფენ მას. მამათა ურჯულოება შვილებს მოეკითხებათ...ქიმ 99.3

    ღვთის სული ბოროტებას სინდისის კონტროლის ქვეშ ტოვებს. როდესაც ადამიანები საკუთარ თავს სულიწმიდაზე მაღლა აყენებენ, იმკიან ურჯულოების მოსავალს. გაფრთხილება მათზე სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოქმედებს. თანდათან ისინი ღვთის შიშს კარგავენ. ისინი თავის ხორცისთვის თესავენ და ხორცისგან მოიმკიან ხრწნილებას. იმ თესლის სამკალი, რომელიც თავად დათესეს, მოწეულია... მათი ხორციელი გული ქვავდება. ჭეშმარიტებასთან დაპირისპირება ურჯულოებაში განამტკიცებს მათ... ყველამ უნდა იცოდეს სულისათვის დამღუპველი ძალის შესახებ. ეს ღვთიური რეწვის რაღაც ქმედება კი არ არის, რომელიც ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. უფალი სულიერად როდი აბრმავებს ადამიანებს, პირიქით, ის უძღვნის მათ საკმარის სინათლესა და მტკიცებულებებს, რათა ადამიანებმა ისწავლონ ჭეშმარიტების სიცრუისაგან გარჩევა და არასოდეს აიძულებს ჭეშმარიტების აღიარებას. ის უტოვებს მათ თავისუფალი არჩევნის უფლებას სიკეთის ან ბოროტების სასარგებლოდ. თუკი ადამიანები ეწინააღმდეგებიან მტკიცებულებებს, რომლებიც სავსებით საკმარისია, რათა მათი მსჯელობა სწორ კალაპოტში მოაქციოს და თუნდაც ერთხელ ირჩევენ ბოროტებას, მათ ბევრად უფრო ადვილად შეეძლებათ ამის მეორედ გაკეთება. მესამედ ცოდვილები კიდევ უფრო მეტი მზადყოფნით შორდებიან ღმერთს და სატანის მხარეზე ყოფნას აძლევენ უპირატესობას. და ამ გზით ივლიან მანამ, სანამ არ დამკვიდრდებიან ბოროტებაში და არ დაიჯერებენ სიცრუეს, რომელსაც ჭეშმარიტებად აღიქვავენ.ქიმ 99.4