Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უმკაცრესი ცდუნებების ჟამს უცქირეთ იესოს, 6 ივნისი

    „სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამებზე უკეთესი არა ვარ” (3 მეფ. 19:4).ქიმ 160.1

    იესომ იგემა ყველა ის ტანჯვა, რომელსაც ჩვენ განვიცდით. ჩვენი ხსნის ბელადი სრულყოფილი მართალი გახდა ტანჯვის მეშვეობით. ამ ცხოვრებაში ღმერთი ამოწმებს, შევძლებთ თუ არა, გავუძლოთ მის გამოცდას. ჩვენ გამოვიცდებით, როცა სატანური ცდუნებები დაგვატყდება თავს. დაგვამარცხებს თუ არა სატანის ჯადოქრული ძალა, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ სატანურ ცდუნებებზე, როგორც ქრისტემ გაიმარჯვა მათზე? გავამდიდრებთ კი ჩვენს გონებას ჭეშმარიტების ზეციური საგანძურით, რათა ადამიანთა მტერს შევეგებოთ სიტყვით „დაწერილია”, როგორც ამას ქრისტე აკეთებდა და არა საკუთარი იმპულსური სიტყვებით? სატანა უკეთ ხვდება „დაწერილიას” მნიშვნელობას, ვიდრე ბევრი ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ვინაიდან ის დაკვირვებით იკვლევს წმინდა წერილს და მისი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დაამახინჯოს ღვთიური ჭეშმარიტება, უბიძგოს ხალხს ურჩობისა და მცონარობისაკენ უფლის სიტყვის კვლევისას...ქიმ 160.2

    ღმერთის მიმართ დიქტატი დიდი შეცდომაა. ელია არ უწყოდა, რას ლაპარაკობდა, როცა ამცნო ღმერთს იმის შესახებ, რომ გამაძღარია სიცოცხლით და სიკვდილი სურს. უფალმა არ მიიღო ეს სიტყვები მათი პირდაპირი მნიშვნელობით, ვინაიდან ელიას კიდევ დარჩა გარკვეული სამუშაო შესასრულებელი და მხოლოდ ამის შემდგომ ჰქონდა ღმერთს გადაწყვეტილი მისი ამაღლება და ზეცაში გადასახლება. ნუთუ დაგვავიწყდა, რომ იესო, ზეცის დიდება, ცდუნებების დარტყმების ქვეშ იტანჯებოდა? იესომ არ დაუშვა, რომ სულთა მტერს იგი ურწმუნოების ან სასოწარკვეთილების ჭაობში ჩაეფლო...ქიმ 160.3

    ღმერთს სძულს ცოდვა. სატანა ითრევს ადამიანს თავის ბოროტ საქმეებში. ესაა მისი საქმე. როგორი გონებამახვილობით შრომობდა სატანა, როდესაც ცდილობდა თავისი ჯადოქრული ძალით ადამიანის გონების მოხიბვლას და მის დარწმუნებას, აერჩია ცოდვა სიმართლის ნაცვლად. ერთი ადამიანის ზეგავლენა მეორეზე სახიფათოა იმიტომ, რომ სატანა მართავს გონებას და ერთი ადამიანის ზეგავლენას მეორეზე თავისი ინტერესებისათვის იყენებს. მაგრამ უფალი იესო ცვლის ამ წესს თავისი სულიწმიდის ძალით, თავის თავზე იღებს კაცობრიობის ცოდვასა და ბრალს, თავისკენ მოუხმობს ადამიანებს, განწმენდს მათ და იყენებს მათ ნიჭსა და უნარს თავის იარაღად იმ საქმის შესასრულებლად, რომელიც სრულებით ეწინააღმდეგება სატანის მიერ დაგეგმილ ქმედებებს...ქიმ 160.4

    „წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან”. რაოდენ ძვირფასია ეს სიცოცხლის დამამკვიდრებელი აღთქმა ცდუნების ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის! თუკი ვინმეს თავს უბედურება ან ცდუნება დაატყდება, ისინი კი მზერას იესოს მიაპყრობენ და ღმერთს დაუახლოვდებიან, ილაპარაკებენ მის სიკეთესა და წყალობაზე, იესო მიუახლოვდება მათ და, ერთი შეხედვით დაუძლეველი სიძნელეები, გაქრება...ქიმ 160.5

    ჩვენ დიდი გასაჭირის ჟამი გველოდება, მაგრამ ამან არ უნდა დაგვამწუხროს. ეს ურწმუნოებს ახასიათებთ, ჩვენ კი ქრისტე გვიხმობს და გვეუბნება: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ”.ქიმ 160.6