Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ანგელოზები ეხმაურებიან უანგარო მსახურთა ლოცვებს, 27 დეკემბერი

    „მართლის გზა მოსწორებულია. შენ, წრფელო, ასწორებ მართლის სავალს” (ეს. 26:7).ქიმ 364.1

    ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ იმ შემთხვევების შესახებ, როცა ზეციური ძალები ზემოქმედებას ახდენდნენ მეფეთა და მმართველთა გონებაზე, მაგრამ ამავდროულად მათზე ზეგავლენას ახდენდნენ სატანური ძალებიც. არანაირ ადამიანურ მჭევრმეტყველებას, არანაირ ადამიანურ შეხედულებას, რაოდენ დამაჯერებელიც არ უნდა იყოს იგი, არ ძალუძს სატანურ ძალთა ქმედების შეცვლა. სატანა გამუდმებით ცდილობს გზა გადაუღობოს ჭეშმარიტებას, დაამძიმოს ადამიანთა გამოგონებებით და ვისაც აქვს ნათელი და ცოდნა, მაგრამ დღედაღამ არ ემსახურება ღმერთს მორჩილებითა და დროჟამის საშიშროების შეგნებით, მას ემუქრება უდიდესი საფრთხე.ქიმ 364.2

    ზეციურ არსებებს მინდობილი აქვთ გამოეხმაურონ იმ ადამიანების ლოცვებს, ვინც უანგაროდ შრომობს ღვთის საქმის საკეთილდღეოდ. ზეციური სავანეების ყველაზე ამაღლებულ ანგელოზებს ევალებათ ხელი შეუწყონ უფლის ტახტისაკენ აღვლენილი იმ ლოცვების შესრულებას, რომლებიც ღვთის საქმის წინსვლას ეხება. თითოეულ ანგელოზს უჭირავს განსაზღვრული საპასუხისმგებლო საგუშაგო და მისი მიტოვების უფლება არა აქვს. თუ ანგელოზი მიატოვებს თავის ადგილს, ბნელეთის ძალები უპირატესობას მოიპოვებენ...ქიმ 364.3

    დღითი დღე მიმდინარეობს სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა... რადგან ადამიანები ვართ, წესიერად არც კი გაგვეგება უხილავ ძალთა დიადი შეტაკება, ერთგულ და მოღალატე ანგელოზთა დაპირისპირება. ბოროტი ანგელოზები გამუდმებით შრომობენ, გეგმავენ შეტევას, ხელმძღვანელობენ მეფეებსა და მმართველებს, აგრეთვე ურწმუნო ადამიანებს, რომელთაც თავისი გეგმების განსახორციელებლად იყენებენ.ქიმ 364.4

    მოგიწოდებთ თქვენ, ვინც მზად არ ხართ უკანასკნელი დიადი ბრძოლისათვის, გაიღვიძეთ. თქვენ არ აკვირდებით წინასწარმეტყველებათა შესრულებას და არ გესმით, თუ რა დაემართება მალე ჩვენს დედამიწას. დაცემულ ანგელოზთა ძალაუფლებაში მყოფი ადამიანები ცდილობენ მოსავლის შეგროვებას. ხოლო ვისაც სურს ღვთის ანგელოზთა მფარველობა, უნდა იცხოვროს მხოლოდ ღვთის სადიდებლად, მოემზადოს დაიცვას და შეინარჩუნოს თავისი ადგილი...ქიმ 364.5

    კეთილი და ბოროტი ანგელოზები იბრძვიან თითოეული ადამიანისთვის. თავად ადამიანი საზღვრავს, ვინ გაიმარჯვებს. მოვუწოდებ ქრისტეს მსახურთ შეატყობინოს გაგონების უნარის მქონე ყველა ადამიანს ჭეშმარიტება ანგელოზთა მსახურების შესახებ. ნუ ეცდებით იყოთ იმაზე ჭკვიანი, რაც დაწერილია. წმინდა წერილი არის ჩვენი ერთადერთი გარანტია ცდომილებათა წინააღმდეგ. ჩვენც დანიელივით უნდა ვილოცოთ, რომ ზეციურმა ძალებმა დაგვიფარონ. როგორც მომსახურე სულები, ანგელოზები იგზავნებიან ხსნის მემკვიდრე ადამიანთა სამსახურში. ილოცეთ... ილოცეთ ისე, როგორც არასოდეს არ გილოციათ. ჩვენ არ ვემზადებით უფლის მოსვლისთვის. ჩვენ საფუძვლიანად უნდა ვიშრომოთ მარადისობის ინტერესებისათვის.ქიმ 364.6