Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ვერც ერთი ცოდვა ვერ დაიფარება უფლისაგან, 11 მაისი

    „და დარისხებულის წაღებაში დაჭერილი დაიწვას ცეცხლში, იგი და მთელი მისი საბადებელი, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უკეთურება ჩაიდინა ისრაელში” (იესო 7:15).ქიმ 134.1

    უფალმა იმთავითვე დამნაშავეზე არ მიუთითა, არამედ განაცხადა, რა უნდა მოემოქმედათ. მან თქვა: „დილას მოდექით თქვენი ტომების მიხედვით; და ის ტომი, რომელსაც დაიჭერს უფალი, მიდგეს საგვარეულოს მიხედვით; და საგვარეულო, რომელსაც დაიჭერს უფალი, მოდგეს კაცების მიხედვით”...ქიმ 134.2

    ამგვარად, მთელი საზოგადოება გაიცხრილა სათითაოდ, რითაც უფალმა გამოუცხადა ხალხს, რომ მისთვის ცნობილია ყველა საიდუმლო უზნეო საქციელი, რა გულმოდგინედაც არ უნდა დამალოს ისინი ხალხმა, მთელი ამ პროცედურის დროს ყაქანმა მტკიცედ გადაწყვიტა, არ გაემხილა თავისი ცოდვა, მაგრამ ახლა უფალმა ამხილა იგი. იესო ნავეს ძეს რომ მიეთითა ყაქანის ცოდვაზე, ბევრი თანაგრძნობას გამოავლენდა დამნაშავის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის კვლავაც თავისი უდანაშაულობის მტკიცებას გააგრძელებდა. თუ ადამიანური მსჯელობების პრიზმიდან შეხედავდნენ, ისინი, შესაძლოა, გადაწყვეტდნენ, რომ ყაქანს ცუდად და დაუნდობლად ექცევიან. სწორედ ასე იქცევა დღეს უმრავლესობა, როცა მათ ცოდვაში ამხელენ. აი, რატომ მიმართა ყაქანს იესო ნავეს ძემ სხვაგავრად. მან უთხრა: „ჩემო შვილო, პატივი მოაგე უფალს, ისრაელის ღმერთს, და მადლი შესწირე მას და მიამბე, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ”.ქიმ 134.3

    უფალმა აცნობა იესო ნავეს ძეს, რა ჩაიდინა ყაქანმა, მაგრამ ბევრი ადამიანი ისე ხშირად ხელმძღვანელობს საკუთარი ადამიანური სიმპათიებით და ცდილობს გაამართლოს დამნაშავე, რომ უფალმა გადაწყვიტა ისრაელისათვის ისეთი გაკვეთილი გადაეცა, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ჩვენთვისაც. სწორედ ამიტომ ცდილობდა იესო, დაეთანხმებინა ახალგაზრდა კაცი, მოეთხრო ჩადენილის შესახებ...ქიმ 134.4

    ყაქანი რომ დაესაჯათ მანამ, სანამ საკუთარი ბაგეებით არ აღიარებდა დანაშაულს, ადამიანები, რომლებიც ბუნებით ამბოხისაკენ არიან გადახრილი, იესოს დაადანაშაულებდნენ ახალგაზრდა კაცისადმი ძალზე მკაცრი დამოკიდებულების გამო და განიკითხავდნენ მას, როგორც უმოწყალო ადამიანს, რომელმაც ასეთი საზარელი სასჯელი დააწესა...ქიმ 134.5

    ყაქანმა აღიარა დანაშაული და თქვა: „ჭეშმარიტად, შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ასე და ასე გავაკეთე. და დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული მოსასხამი, და ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ერთი ოქროს ზოდი, და ვინდომე ისინი და ავიღე. და აჰა, ისინი მიწაშია დამალული ჩემს კარავში, ვერცხლი კი მის ქვეშაა”...ქიმ 134.6

    „და დააყარა მას მთელმა ისრაელმა ქვა, და დაწვეს ისინი ცეცხლით და ჩაქოლეს ისინი ქვებით”.ქიმ 134.7