Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სულიწმიდა გვეხმარება ჭეშმარიტების ცდომილებისაგან გარჩევაში, 24 დეკემბერი

    „რადგან ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით” (1 თეს. 1:5).ქიმ 361.1

    სწორედ იესოს ჭეშმარიტება აღვიძებს სინდისს და გარდაქმნის გონებას, რადგან იგი გულებამდე სულიწმიდას მოაქვს. სულიწმიდის განათლების გარეშე ჭეშმარიტებას ცდომილებისგან ვერ გავარჩევთ და დავეცემით სატანისეული დახვეწილი ცდუნებების წნეხქვეშ. ვუახლოვდებით სინათლის მთავრისა და ბნელეთის მთავრის შეტაკების დასასრულს და მალე მტერი გამოცდის ჩვენს რწმენას, რაოდენ მტკიცეა იგი...ქიმ 361.2

    თუმც ბნელეთის მთავრი ეცდება დედამიწის ჩაბნელებას და წყვდიადით ხალხის დაფარვას, ღმერთი გამოამჟღავნებს თავის ძალას გარდაქმნისა. დედამიწაზე საჭიროა იმგვარი სამუშაო, როგორიც ჩატარდა სულიწმიდის გადმოსვლისას პირველი მოწაფეების დროს, როცა ისინი ქადაგებდნენ უკვე ჯვარცმულ იესოს. ბევრნი მოიქცევიან ერთ დღეს, რადგან უწყება იქადაგება დიდი ძალით. მაშინ დროული იქნება სიტყვები: „ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით”...ქიმ 361.3

    სულიწმიდის მუშაობა განუზომელია. სწორედ ამ წყაროდან იღებენ ძალასა და უნარს ღვთის მუშაკები; სულიწმიდა ნუგეშისმცემელია, რამეთუ მისი საშუალებით ჩვენს გულებში პირადად სუფევს ქრისტე. ყოველი ქრისტიანი, რომელიც უბრალო, ბავშვური რწმენით უმზერს ქრისტეს, სულიწმიდის საშუალებით ხდება ღვთაებრივი არსის თანამონაწილე. სულიწმიდის მიერ აღძრულ ქრისტიანებს შეუძლიათ დაარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჰპოვებენ სისავსეს უფალში, რომელიც ყოველივეს თავია. ქრისტე განდიდდა ორმოცდაათობის დღეს და კვლავ განდიდდება სახარების საბოლოო საქმეებში, როცა თავის ხალხს უკანასკნელი დიადი დასკვნითი ბრძოლის ჟამს განსაცდელისთვის შეამზადებს...ქიმ 361.4

    ღვთის ხალხს მოუწოდებენ გაემიჯნონ წუთისოფლის მცხოვრებთ და ავისმქმნელთ, რათა ჩაებან უფლის ბრძოლაში ბნელეთის ძალებთან. როცა დედამიწა ღვთის დიდებით გაბრწყინდება, ვიხილავთ ისეთივე საქმეებს, რომლებიც მოწაფეებმა აღასრულეს, როდესაც სულიწმიდით აღივსნენ და აღმდგარი მაცხოვრის ძალის შესახებ იქადაგეს. როცა ზეციურმა ნათელმა შეაღწია ქრისტეს მტერთაგან მოტყუებულ ადამიანთა გონებაში, მათ უარყვეს ცრუ მოწმობები მასზე, რადგან სულიწმიდის საშუალებით მასში შეიცნეს განდიდებული, ისრაელისთვის მონანიებისა და ცოდვათა მიტევების მბოძებელი მთავარი და მაცხოვარი.ქიმ 361.5