Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესომ გამარჯვება ჩვენთვის მოიპოვა, 31 ივლისი

    „ძლიერი კოშკი უფლის სახელია, მასში დარბის მართალი და სამშვიდობოზეა” (იგავ. 18:10).ქიმ 215.1

    ჯერ არასოდეს ყოფილა ისეთი დრო, როდესაც ქრისტიანები - ნებისმიერი კონფესიის ქალები და კაცები - საჭიროებდნენ ნათელ სულიერ მხედველობას ისე, როგორც ამჟამად. სახიფათოა, თუნდაც ერთი წამით ქრისტეს დაკარგვა მხედველობის არედან. მისმა მიმდევრებმა უნდა იცოდნენ, უნდა სწამდეთ და მხურვალედ უყვარდეთ იგი...ქიმ 215.2

    სატანამ ქრისტეს მოსთხოვა სასწაულის მოხდენა მისი ღვთიური წარმოშობის დასამტკიცებლად. თუმცა უდავო ნიშანს წარმოადგენდა იესოს სასოება სიტყვების მიმართ „ასე ამბობს უფალი”. ვიდრე ქრისტე ამ აზრზე იყო, სატანა უპირატესობას ვერ მოიპოვებდა.ქიმ 215.3

    სწორედ უაღრესად დიდი სისუსტის მომენტში გამოცადა ქრისტე ყველაზე მკაცრად. ასე ცდილობდა სატანა მის ძლევას. ამ ტაქტიკის გამოყენებით მან გამარჯვება სხვადასხვა ადამიანებზე მოიპოვა. როცა ძალა ილევა და ნებისყოფა სუსტდება, მაშინ ისინი, ვინც დიდხანს მედგრად იცავდა სიმართლეს, კარგავენ ღმერთის იმედს და მარცხდებიან. მოსე დაიქანცა ისრაელის ორმოცწლიანი მოგზაურობით უდაბნოში და წამიერად დაკარგა უსაზღვრო ძალის ნდობა. მან მარცხი განიცადა აღთქმული მიწის მისადგომებთან. იგივე შეემთხვა ელიას, რომელიც უშიშრად ამხელდა მეფე ახაბს და ისრაელის მოწინააღმდეგე ბაყალის 450 წინასწარმეტყველს. ქარმელის მთაზე საშინელი ღამის შემდეგ, როცა ცრუ წინასწარმეტყველნი დახოცა, ხოლო ხალხმა ღმერთისადმი ერთგულება განაცხადა, კერპთაყვანისმცემელი იზებელის მუქარით შეშინებულმა ელიამ გაქცევით უშველა თავს...ქიმ 215.4

    ყოველთვის, როცა ადამიანის ცხოვრებას მწუხრის ღრუბელი მოეფინება, როცა ის შეწუხებულია გარემოებებით ან დათრგუნულია სიღარიბითა და გაჭირვებით, მასთან უმალ ჩნდება სატანა, რათა აცდუნოს და თავი მოაბეზროს. ის შეტევაზე გადადის, ცდილობს რა, ისარგებლოს ჩვენი ხასიათის სუსტი მხარეებით და შეგვირყიოს ნდობა ღმერთისადმი, რომელიც უშვებს ამგვარ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ ღმერთისადმი ნდობის დაკარგვის, ჩვენდამი მისი სიყვარულის ეჭქვეშ დაყენების ცდუნების წინაშე...ქიმ 215.5

    ქრისტემ განუცხადა სატანას: „განვედ, სატანავ”... ჩვენც შეგვიძლია, მაცდურს წინააღმდეგობა გავუწიოთ და ვაიძულოთ სატანა, გაგვშორდეს. იესომ გამარჯვება ღმერთისადმი მორჩილებისა და ნდობის წყალობით მოიპოვა და მოციქულის მეშვეობით გვეუბნება: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან”. ჩვენ დამოუკიდებლად არ შეგვწავს ძალა, თავი დავიხსნათ მაცდურისაგან; მან გაიმარჯვა კაცთა მოდგმაზე და თუ შევეცდებით საკუთარი ძალებით დავძლიოთ იგი, მისი ხრიკების მსხვერპლი გავხდებით. უნდა გვახსოვდეს, რომ: „ძლიერი კოშკი უფლის სახელია, მასში დარბის მართალი და სამშვიდობოზეა”. სატანა თრთის და გარბის ყველაზე სუსტი ადამიანისგან, რომელიც თავშესაფარს ამ ძლევამოსილ სახელში პოულობს.ქიმ 215.6