Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტესა და სატანას შორის დიადი ბრძოლის დასასრული, 31 დეკემბერი

    „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. Gლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ” (გამოცხ. 21:4).ქიმ 368.1

    „უწმინდურთ სანაცვლო მიეზღვებათ ამქვეყნად” (იგავ. 11:31). „ისინი იქნებიან, როგორც ჩალა და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი” (მალ. 4:1)... მართალთა ცოდვები სატანას აკისრია, ამიტომ იგი უნდა დაისაჯოს არა მარტო თავისი ურჩობისათვის, არამედ ყველა ცოდვისათვის, რომლისკენაც უფლის ხალხს უბიძგებდა...ქიმ 368.2

    სამუდამოდ მოეღო ბოლო სატანის დამანგრეველ საქმიანობას... თუკი უწმიდურთათვის ღმერთი არის მჭამელი ცეცხლი, თავისი ხალხისათვის იგი არის „მზე და ფარი” (იხ. გამოცხ. 20:6; ფსალმ. 83:12)... ცეცხლი, რომელიც ანადგურებს უწმიდურთ, წმენდს დედამიწასაც. აღარ იქნება წყევლის არავითარი კვალი. ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლი არასოდეს გაახსენებს გამოსყიდულთ ცოდვის საშინელ შედეგებს.ქიმ 368.3

    სამუდამოდ დარჩება მხოლოდ ერთი: ჯვარცმის ნაკვალევი ჩვენი მხსნელის სხეულზე; ჭრილობები - მის გასისხლიანებულ შუბლზე, ფერდზე, ხელებზე და ფეხებზე, - ესაა ერთადერთი, რაც გაგვახსენებს ცოდვის სისასტიკეს...ქიმ 368.4

    ბიბლიაში გამოსყიდულთა მემკვიდრეობას „სამშობლოდ” იხსენიებენ (იხ. ებრ. 11:14-16)... იქ სიცოცხლის ხეს ყოველთვიურად გამოაქვს ნაყოფი და მისი ფოთლებიც ადამიანთა კეთილდღეობისთვისაა. იქ მოედინება სიცოცხლის წყლის მდინარეები, ბროლივით სუფთა და მათ ნაპირებზე ხეთა ჩრდილები ფარავენ უფლის გამოსყიდულთათვის მომზადებულ ბილიკებს...ქიმ 368.5

    უფლის ქალაქში „ღამე არ იქნება”. იქ არ იქნება საჭირო დასვენება. უფლის ნების აღსრულება და მისი სახელის განდიდება არ გამოიწვევს დაღლას. ჩვენ ყოველთვის გვექნება შეგრძნება უსასრულო დილის სიგრილისა... უფლის მიერ გამოსყიდულ ადამიანთა წინაშე, მათი შემეცნებისთვის, სამყაროს მთელი საუნჯე გადაიშლება. სიკვდილის ბორკილთაგან დახსნილნი, თავიანთ აზრთა ფრენას წარმართავენ იმ შორეული ქვეყნებისაკენ, რომელთა მკვიდრნიც ღრმად სწუხდნენ, როდესაც ადამიანთა სატანჯველს ადევნებდნენ თავლყურს და რომლებიც სიხარულის ჰიმნებით ხვდებიან ყოველი სულის გადარჩენას...ქიმ 368.6

    დიადი ბრძოლა დამთავრებულია. ცოდვა და ცოდვილნი აღარ არსებობენ. მთელი სამყარო განწმედილია. უფლის უამრავ შექმნილთა შორის დამყარებულია სიხარული და თანხმობა. უსასრულო სივრცის ყოველ მხარეს მოედინება სიცოცხლის მდინარეები, სიცოცხლის და სინათლის ნაკადები მისგან, ვინც შექმნა ყოველივე ეს. უმცირესი ატომიდან დაწყებული სამყაროს უდიდესი სისტემებით დამთავრებული - ყოველი სულიერი თუ უსულო, თავისი შეურყვნელი სილამაზით და სრული სიხარულით წარმოთქვამს: „ღმერთი სიყვარულია”.ქიმ 368.7