Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იყავით მადლიერი გამოსწორებისათვის და მიიღეთ სარგებლობა მისგან, 28 აპრილი

    „გეკმაროთ! რადგან მთელი თემი წმიდაა” (რიცხ. 16:3).ქიმ 121.1

    თუმცა ზოგიერთი მხილების გავლენით აღიარებს, რომ უფლის საქმეს ზიანი მიაყენა, სხვები ადანაშაულებენ იმას, ვინც მისდამი ჭეშმარიტი მეგობრობა გამოავლინა და მიუთითა მათ სიცრუეზე. ისინი ან არაკეთილგონიერად და უპატივცემულოდ იქცევიან მამხილებლის მიმართ, ან შეურაცხყოფილი უცოდველობის ნიღაბს ეფარებიან. ეს მოწამებრივი სახე საშინელი პირმოთნეობაა და გათვლილია იმაზე, რომ მოატყუოს იოლად დამყოლნი და სიცრუის მკეთებელთა თანაგრძნობისათვის მზად მყოფნი...ქიმ 121.2

    [კორახი, დათანი და აბირამი] დრტვინავდნენ და ხალხს აჯანყებასთან შეერთებისაკენ უბიძგებდნენ. მას შემდეგაც კი, როცა ღმერთმა ხელი გაიწვდინა და სიცრუის მთესველნი შთანთქა, ხოლო თავზარდაცემული ხალხი თავის კარვებისაკენ გაიქცა, მათი ამბოხი არ აღმოფხვრილა.ქიმ 121.3

    უკმაყოფილება მაშინაც კი არ დამცხრალა, როცა უფალი თავის სამსჯავროს აღასრულებდა. მეორე დილით კორახის, დათანის და აბირამის და მათი თანამზრახველების განადგურების შემდეგ მივიდა ხალხი მოსესთან და აარონთან და თქვა: „თქვენ გაწყვიტეთ უფლის ხალხი”. უფლის მონათა ცილისწამების გამო რამდენიმე ათასი კაცი შეიმუსრა, ვინაიდან ცოდვა, თვითდაჯერებულობა და უკეთურობა იყო გამჯდარი მათში.ქიმ 121.4

    ახდენს თუ არა გარკვეულ შთაბეჭდილებას ჩვენზე ისრაელის ძეთა ისტორიული მაგალითი? ნუთუ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ სიტყვებით სწამთ ჭეშმარიტებისა, განსჯიან თავისი ადამიანური გრძნობების თვალსაზრისით, როცა ცუდი გავლენის ქვეშ მოექცევიან, როგორც ეს ისრაელმა გააკეთა? როდესაც უფლის მორჩილნი ზეცის მოწოდებით ასრულებენ თავის მოვალეობას და შეცდომილთა გამოსწორებაზე ზრუნავენ, დაე, ნურავინ, ვისაც უფალმა არ დაადო მსგავსი ტვირთი, ნუ ჩადგება ღმერთსა და მას შორის, ვინც შესცოდა. თუ თქვენ ვერ ხედავთ ამ საკითხებს იმ ნათელში, როგორშიც იყო ისინი გაცხადებული, სჯობს გაჩუმდეთ; დაე, ყოვლისშემძლის ისრები სწორედ იქ დაეცეს, საითკენაც ის მათ უმიზნებს...ქიმ 121.5

    გაკიცხვა და გამხელა ბევრად უკეთ, ვიდრე მათ ეჩვენებათ, შეიძლება გაცნობიერებული იყოს ადამიანების მიერ და ეს აუცილებლად მოხდება. ღმერთს თავისი საქმე ხელთ უპყრია და გაკეთდება განცხადებები, რომლებიც უეჭველად გამოცდის უფლის ხალხის რწმენასა და ერთგულებას. არიან ადამიანები, ვისაც დიდი ნათელი ჰქონდა მიცემული, მაგრამ ისინი ძლიერ დაშორდნენ ღმერთს და გულით განდგომილებას ატარებენ...ქიმ 121.6

    და მაინც შეგვიძლია გავიხაროთ იმით, რომ არასოდეს არაა გვიან შეცდომის გამოსწორება. იესო მკვდრეთით აღმდგარი ცოცხალი მხსნელია, ჩვენი დამცველი ზეციურ სავანეში. „თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე მართალი იესო ქრისტე”. როგორც კი დაინახავენ ცოდვილნი საკუთარ ცოდვებს უფლის სიტყვის შუქში და ღრმა სინანულით იწყებენ ცოდვების მონანიებას, უფალს უმალ ესმის მათი ლოცვები და პასუხობს კიდეც.ქიმ 121.7