Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „და მოგცემთ თქვენ ახალ გულს”, 10 დეკემბერი

    „და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში, ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს” (ეზეკ. 36:26).ქიმ 347.1

    ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებები უბრალო აზრები კი არ არის, არამედ უზენაესისი გამონათქვამებია. ვინც ამ ჭეშმარიტებას ცხოვრების ნაწილად გაიხდის, თვით ხდება ახალი ქმნილება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ახალი გონებრივი შესაძლებლობები ეძლევა, არამედ წყვდიადი, რომელიც მის გონებას არტყია უმეცრებისა და ცოდვის გამო, იფანტება.ქიმ 347.2

    გამოთქმა „და მოგცემთ თქვენ ახალ გულს” ნიშნავს „და მოგცემთ თქვენ ახალ გონებას”. გულის ამ ცვლილებას ყოველთვის ახლავს ქრისტიანული ვალის, ჭეშმარიტების მკაფიო გაგება. ჭეშმარიტების ჩვენეული გაგების სიცხადე პირდაპირპროპორციული იქნება ღვთის სიტყვის ჩვენეული გაგებისა. ადამიანს, რომელიც წერილებს ეპყრობა დიდი, რელიგიური ყურადღებით, ექნება ნათელი გონება და საღი აზრი, თითქოს მან ღმერთთან სიახლოვით მიაღწია გონებრივი განვითარების მაღალ დონეს...ქიმ 347.3

    მხოლოდ ბიბლიას შეუძლია გადმოგვცეს ძველი სამყაროს ისტორია, გამოგვიცხადოს ჭეშმარიტება ადამ და ევას შექმნისა და ცოდვით დაცემის შესახებ. თუ ღვთის სიტყვას მოვიშორებთ, გვრჩება მხოლოდ იგავარაკები და ვარაუდები და აღმოვაჩენთ გონებრივი შესაძლებლობების შესუსტებას, რაც სიცრუის მიღების გარდუვალი შედეგია. ჩვენ გვჭირდება დედამიწის წარმოშობის, მფარველი ქერუბიმის ცოდვით დაცემისა და წუთისოფელში ცოდვის დამკვიდრების უტყუარი ისტორია. ბიბლიის გარეშე დაგვაბნევდა ცრუ თეორიები...ქიმ 347.4

    სადაც არ უნდა იყვნენ ქრისტიანები, შეუძლიათ ღმერთთან ურთიერთობა და გონების განვითარება განწმენდილი მეცნიერების საშუალებით. მათ შეუძლიათ გონების განმტკიცება, მსგავსად დანიელისა...ქიმ 347.5

    გონება, რომელიც ოდესღაც იმყოფებოდა ცდომილებათა ტყვეობაში, ჭეშმარიტებასთან დაუბრკოლებლად ვერ მივა, თუნდაც კვლევით იყოს დაკავებული. ძველი თეორიები აღიარებას მოითხოვს. ჭეშმარიტი, წმინდა და ამაღლებული საგნების გაგება გართულდება. სწორი შეხედულებები ასეთ გონებაში აირევა ცრურწმენაში, რომლებიც მუდამ დამღუპველია. ქრისტიანული ცოდნა მუდამ ატარებს ბეჭედს უდიდესი უპირატესობისა ყველაფერში, რაც ეხება მომავალი უკვდავი ცხოვრებისათვის მზადებას. იგი განასხვავებს ადამიანს, რომელიც კითხულობს ბიბლიას, სწამს მისი და ითვისებს ჭეშმარიტების ძვირფას საუნჯეს, სკეპტიკოსთაგან და იმათგან, ვისაც სწამს წარმართული ფილოსოფია...ქიმ 347.6

    წუთისოფლის ქალაქებსა და სახელმწიფოებში ურწმუნოთა შორის მოიძებნება ხალხი, რომელიც ღირსეულად შეაფასებს კურთხეულ სიტყვას და მიიღებს მაცხოვარს. ქრისტე ადამინებს უბოძებს ძალას, რათა გახდნენ ღვთის შვილები.ქიმ 347.7