Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ტკბილი პასუხის ნაყოფი, 18 მაისი

    „ტკბილი პასუხი მოაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას” (იგავ. 15:1).ქიმ 141.1

    აბიგაილის მანერებმა და ძღვენმა დააცხრო დავითის რისხვა. მან განაცხადა, რომ აპირებს ნაბალის და მისი სახლის განადგურებას, მაგრამ ახლა შურისგებისაგან თავი შეიკავა, რადგან სჯერა, რომ უფალმა მოავლინა აბიგაილი, რათა თავიდან აეცილებინა მისთვის საზარელი ბოროტება. მან აღუთქვა ქალს, რომ მუდამ ემახსოვრება მისი თხოვნა, მაშინაც, როცა ტახტზე დაჯდება ისრაელის მმართველად და აღარასოდეს შეეცდება ნაბალის შურისგებას.ქიმ 141.2

    ნაბალმა, უარით გაისტუმრა რა დავითის ხალხი, იმავე ღამით დიდი ღრეობა გამართა თავისთვის და თავისი თავზეხელაღებული მეგობრებისათვის. სმაჭამაში ისე გაერთო, რომ სიმთვრალით გონდაკარგულს ღრმად ჩაეძინა. მეორე დღეს გამოფხიზლებულ ნაბალს ცოლმა მოუთხრო, თუ როგორ ეკიდა ბეწვზე მისი სიცოცხლე და როგორ შეძლო მან უბედურების თავიდან აცილება... თავზარდაცემული ნაბალი მიწაზე დაეშვა და ვეღარც წამოდგა. ათიოდე დღეში მოკვდა კიდეც.ქიმ 141.3

    ამ ისტორიიდან ჩანს, რომ ზოგჯერ ისეთი ვითარება იქმნება, როცა ქალს შეუძლია სწრაფად და დამოუკიდებლად იმოქმედოს, მტკიცედ იაროს იმ გზით, რომელშიც დარწმუნებულია, რომ ეს უფლის გზაა. ცოლი ქმრის გვერდით უნდა იდგეს, როგორც მისი თანასწორი და გაიზიაროს მასთან ყველა ცხოვრებისეული მოვალეობა, სათანადო პატივი სცეს მას, ვინც იგი ცხოვრების თანამგზავრად აირჩია. იმიტომ, რომ „ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი”... როდესაც ქრისტეს სულია ქმარში, ცოლს მორჩილება მხოლოდ სიკეთესა და სიმშვიდეს მოუტანს, ვინაიდან ქმარი მისგან მხოლოდ იმას მოითხოვს, რაც სასიკეთო იქნება ცოლისთვის, ისევე როგორც ქრისტე მოითხოვს თავისი ეკლესიისაგან მორჩილებას, რომელიც მხოლოდ სასიკეთოა მისთვის...ქიმ 141.4

    როდესაც ქმარს კეთილშობილი ხასიათი, სუფთა გული და ამაღლებული აზრები გააჩნია, რომელიც ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს უნდა ახასიათებდეს, ეს აუცილებლად ცოლქმრულ ურთიერთობებშიც გამოვლინდება. თუკი მას ქრისტესმიერი ჭკუა აქვს, ის არ დაღუპავს ხორცს, სხეულს, არამედ ნაზი სიყვარულით იქნება აღსავსე და შეეცდება უმაღლესი სულიერი დონის მიღწევას ქრისტეში. ის იზრუნებს ცოლის ჯანმრთელობაზე და ყველაფერს გააკეთებს, რათა იგი სულით არ დაეცეს...ქიმ 141.5

    ბევრი ქმარი ისე არ ექცევა თავის ცოლს, როგორც იესო ქრისტე - თავის ეკლესიას. ისინი უფლის გზებით არ დადიან და არ არიან მისი ღირსეული წარმომადგენლები თავის ოჯახში... ღმერთს არ სურს ქმარი იყოს ოჯახის თავი და მართოს სხვა ადამიანები, თუ თავად არ ემორჩილება ქრისტეს.ქიმ 141.6