Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იაკობისა და ესავის ხასიათის დაპირისპირება, 18 მარტი

    „ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი გაიყრება შენი საშოდან. და ერი ერს აღემატება და უფროსი უმცროსს დაემონება” (დაბ. 25:23).ქიმ 80.1

    სიჭაბუკეში შესული ესავი მიეჩვია საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას და ყველა თავისი ინტერესი მხოლოდ აწმყოს დაუკავშირა. იგი ვერ იტანდა შეზღუდვებს, ძალიან უყვარდა ნადირობა და სიყმაწვილიდანვე მონადირის ცხოვრება აირჩია. ესავი გამორჩეულად უყვარდა მამას. მშვიდობისმოყვარე, მშვიდი ხასიათის მწყემსს დიდად იტაცებდა უფროსი ვაჟის სიმამაცე და სიძლიერე, უშიშრად რომ დაეხეტებოდა მთებსა და უდაბურ ადგილებში, მოჰქონდა მამისათვის გარეული ფრინველი და თავისი ცხოვრების წარმტაც, ამაღელვებელ სათავგადასავლო ისტორიებს უამბობდა მას.ქიმ 80.2

    შრომისმოყვარე, მშვიდ იაკობს აწმყოზე მეტად მომავალზე ფიქრი აღელვებდა, სახლში ცხოვრება, საქონლის მოვლა და მიწის დამუშავება ერჩივნა. დედა დიდად აფასებდა მის მოთმინებას, სიბეჯითეს, მომჭირნეობასა და წინდახედულებას. იაკობი ერთგული და ძლიერი იყო. მისი შეუნელებელი, ნაზი ყურადღება უფრო დიდ ბედნიერებას გვრიდა დედას, ვიდრე ესავის დროდადრო გამოვლენილი მგზნებარე სიყვარული. რებეკას უფრო მეტად იაკობი უყვარდა...ქიმ 80.3

    ესავს არ ჰქონდა სწრაფვა და სიყვარული რელიგიური ცხოვრებისადმი. პირმშოობის სულიერი მხარე და მისი პირობები ესავისათვის მეტად არასასურველი და არასასიამოვნი შეზღუდვები იყო. უფლის მოთხოვნებს... ესავი მონურ უღლად თვლიდა. იგი მიჩვეული იყო ყველა თავისი სურვილის ასრულებას და არ სურდა საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა. მისი ცხოვრება საკუთარი გულის წადილის ასრულება იყო. მისთვის ბედნიერება ნიშნავდა ძალაუფლებას და სიმდიდრეს, წვეულებებსა და დროსტარებას...ქიმ 80.4

    იაკობმა დედისაგან იცოდა, რომ ღვთიური გადაწყვეტილებით პირმშოობა მას ეკუთვნის და გულით სწყუროდა აღთქმული უპირატესობის მიღება... მას მხოლოდ სულიერი პირმშოობა სურდა. ყოფილიყო უფლის გვერდით მართალი აბრაამის მსგავსად, შეეწირა გამომსყიდველი მსხვერპლი თავისი ოჯახისათვის, გამხდარიყო რჩეული ერისა და აღთქმული მესიის მამა, მიეღო აღთქმის კურთხევათა უკვდავი საგანძურის მემკვიდრეობა - აი, ეს უპირატესობა და პატივი, მისი ასეთი დაუოკებელი სურვილის მიზეზი...ქიმ 80.5

    ფრთხილად, საიდუმლოდ ინახავდა გულში იმას, რაც დედისაგან გაიგო. ამაზე ფიქრი არ ასვენებდა არც დღისით, არც ღამით, სანამ ეს ოცნება მისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად არ იქცა. იგი დარწმუნებული იყო, რომ აღთქმა მასთან დაკავშირებით არ აღსრულდებოდა, სანამ პირმშოობა ესავს ეკუთვნოდა და სულ იმის ფიქრში იყო, თუ როგორ მიეღო კურთხევა, რომელიც აგრერიგად აღელვებდა მას და არაფერს ნიშნავდა ძმისთვის...ქიმ 80.6