Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ურწმუნოების ლოცვა ღმერთს გვაშორებს, 11 აპრილი

    „მის ყველა სატანჯველში თვითონაც იტანჯებოდა, და მისი პირის ანგელოზი იხსნიდა მათ. თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი და აიყვანა და ატარებდა მათ ძველ დღეებში. მაგრამ ისინი ეურჩნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული” (ეს. 63:9, 10).ქიმ 104.1

    ადამიანთა ცოდვით დაცემის დასწყისშივე ქრისტეს თავისი ხალხი არ მიუტოვებია, არასოდეს უთმობდა ხელმწიფებას სატანას, რადგან ესმოდა, რომ ბრძოლა აქ, დედამიწაზე უნდა გაგრძელებულიყო. სატანა ეწინააღმდეგებოდა უფლის ძეს მისი ძალისხმევის აღსრულებაში, რაც უფლის ხალხის გამოსყიდვაში გამოიხატებოდა. შეიმოსა რა, დღისით ღრუბლითა და ღამით ცეცხლოვანი სვეტით, ქრისტე ხელმძღვანელობდა ისრაელს, არიგებდა და მართავდა ისრაელთა ძეთ მათი მოგზაურობისას ეგვიპტიდან ქანაანისკენ. მაგრამ, რარიგ არ სურდათ ისრაელიანთ, ყოფილიყვნენ მართვადი, რარიგ არ უნდოდათ უფლის ანგელოზის ხმას დამორჩილებოდნენ! რა დიდი იყო მათი სურვილი - ევლოთ საკუთარი გზებით, თავისი ამბოხებული გრძნობებისათვის გამართლება ეპოვათ და საკუთარი გეგმები განეხორციელებინათ!ქიმ 104.2

    განა თვით ძლევამოსილი მრჩეველი არ შეიმოსა ღრუბლითა და ცეცხლის სვეტით, რათა თვალი ედევნებინა თავისი ხალხის ბანაკისათვის? სწორედ ის ასწორებდა ებრაელთა მრუდე და ბოროტ გზებს და მოუწოდებდა მათ ცოცხალი ღმერთის ნდობისაკენ, რომელიც საფრთხის გარეშე მიიყვანდა მათ აღთქმულ მიწამდე. მათ ფხიზლად უთვალთვალებდა ის, ვისაც არ სძინავს და არ თვლემს. და მაინც შესჩიოდნენ მოსეს - კაცს, რომელიც ღმერთმა მათ ბელადად დაუდგინა და რომელსაც იესო ქრისტე პირდაპირ ელაპარაკებოდა, როგორც კაცი ელაპარაკება თავის მეგობარს. მიუხედავად იმისა, რომ უფალი მოქმედებდა თავისი მორჩილის, მოსეს მეშვეობით, ისრაელიანნი არ ეწინააღმდეგებოდნენ მტრის ცდუნებას, როდესაც იგი უბიძგებდა მათ ბოროტი ეჭვისა და შურისაკენ და არ ავლენდნენ მყარ, პრინციპულ პოზიციებს.ქიმ 104.3

    მაგრამ შთაგონებული სიტყვა განგვიმარტავს, რომ ებრაელთა შეცდომები და მარცხი - ეს არის გაფრთხილება ჩვენთვის, უკანასკნელ საუკუნეებს მიღწეულთათვის, რათა ჩვენც მათივე მაგალითით მტრის ძალების მსხვერპლი არ გავხდეთ და გულში ბოროტებას და ურწმუნოებას არ დავუთმოთ ადგილი, არ დავშორდეთ ცოცხალ ღმერთს. თუნდაც ერთხელ მტრის მხარეზე რომ აღმოჩნდებოდნენ, იგი არ უშვებდა ხელიდან თავის უპირატესობას და ებრაელებს თავის ერთგულ და თავგანწირულ მოკავშირეებად აქცევდა. ურწმუნოების ცოდვამ, რომელმაც უფლის ძისადმი მათი ნდობა გაანადგურა, მრუდე გზაზე დააყენა ისრაელი. სწორედ იმ დროს, როცა მას უნდა განედიდებინა ღმერთი და უფლის სახელი, ელაპარაკა მის სიკეთეზე, მოეთხრო მის ძალაზე, ის ურწმუნოებისა და ჩივილის ტყვეობაში აღმოჩნდა. მატყუარა კი ცდილობდა ნებისმიერი ხერხით დაეთესა ებრაელებს შორის შუღლი, გაეღვივებინა მათ გულებში შური და სიძულვილი მოსეს მიმართ და აეჯანყებინა ისინი ღმერთის წინააღმდეგ. უსმენდნენ რა დიდი მატყუარის ხმას, ტანჯვის, განსაცდელისა და დაღუპვის საფრთხეს იქმნიდნენ.ქიმ 104.4