Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ნუ ჩაიდენთ ნაჩქარევ, წინდაუხედავ საქციელს, 18 ნოემბერი

    „თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ” (საქმე. 19:36).ქიმ 325.1

    დაე, თქვენს ნაღვაწში მუდამ ჩანდეს ქრისტე, ყველამ დაინახოს, რომ ქრისტეს ცოცხალი წერილები ხართ... თქვენი ცხოვრებით მოინადირეთ მათი გულები, ვისაც ეხებით. დღეს მცირედი კეთდება იმისათვის, რომ ჭეშმარიტება გაცხადდეს მიმზიდველი სახით. ზოგს ჰგონია - თუ ხალხთან ლაპარაკობს, მათი ეკლესიები უნდა დაარბიოს. მაგრამ გადაკიდებით ადამიანებს გააბოროტებს. იესოს სიყვარულმა უნდა შეარბილოს გული, რადგან ასე სურს ღმერთს. ჭეშმარიტება უნდა იყოს ზრდილობიანად და სასიამოვნოდ გადმოცემული, თორემ ბევრისთვის ძნელი ასათვისებელი იქნება. თუმც ცდომილებას ჭეშმარიტება უნდა დავუპირისპიროთ, ისე უნდა გადმოვცეთ, რომ ნაკლები მითქმამოთქმა გამოიწვიოს...ქიმ 325.2

    რა თქმა უნდა, არ დავარღვევთ შაბათს, რასაც დესპოტური ხელისუფლება დაგვაძალებს, მაგრამ უნდა ვიყოთ ბრძენნი ქრისტეში და უნდა აღვივსოთ არა საკუთარი, არამედ ქრისტეს სიბრძნით. თანმიმდევრული, საფუძვლიანი, მიმზიდველი ქრისტიანი ძლიერი საბუთია ჭეშმარიტების სასარგებლოდ. არ გვაქვს საზიანო სიტყვების თქმის უფლება, რადგან ყოველმხრივ მავნებელია. ასეთი სიტყვების გამოყენებით და ღვთის საწინააღმდეგო თავდაჯერებული საქციელით სასტიკ სამუშაოს ვასრულებთ, რადგან სატანას ვაძლევთ უპირატესობას. არ უნდა მოვიქცეთ წინდაუხედავად და დაუფიქრებლად, უნდა ვისწავლოთ იესოსაგან და მოვიქცეთ მისებურად. ჭეშმარიტება ისე უნდა გადმოვცეთ, როგორიც იესოშია...ქიმ 325.3

    ზოგი ადამიანი ნაჩქარევი, დაუფიქრებელი საქციელით ღვთის საქმეს მტერს უგდებს ხელში. ზოგნი ეცდებიან შურისძიებას, რის შედეგადაც განდგომილნი გახდებიან და უღალატებენ ქრისტეს, რომელიც წმინდანებით არის წარმოდგენილი... ჩვენი დები და ძმები უნდა ფრთხილობდნენ ღვთის ღირსებასთან დაკავშირებულ საკითხებში... ორ მხედრობას შორის მკვეთრი მიჯნა დაიდება, იმდენად მკაფიო, რომ მრავალი დარწმუნდება ჭეშმარიტებაში და გადავა მცნებების დამცველ ღვთის შვილთა მხარეს.ქიმ 325.4