Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თაყვანი ეცი შემოქმედსა და გამომსყიდველს, 9 იანვარი

    „უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე” (მათ. 4:10).ქიმ 11.1

    ღმერთი აკურთხებს მხოლოდ მის მორჩილთ. ის ამბობს, რომ აკურთხებს თქვენს შვილებსა და თქვენს მიწებს, ასევე ყველაფერს, რაზეც ხელი მიგიწვდებათ. ნუთუ გგონიათ, რომ სატანა შეურიგდება ამას და უარს იტყვის ბატონობისათვის ბრძოლაზე?ქიმ 11.2

    დღესაც ისე ცბიერად და ვერაგულად მოქმედებს მტერი, როგორც ადამისა და ევას გონებაზე ზემოქმედებისას. ადამიანები მისი დროშის ქვეშ იკრიბებიან და ისიც აწოდებს მათ თავის ძალას. მაგრამ ყველა, ვინც ხედავს, რომ უფლის კანონი თავისი ბუნებით უცვლელია, ქრისტეს მხარეს დაიკავებს. ღმერთს რომ თუნდაც ერთი დებულება შეეცვალა თავის კანონში ადამიანთა მოდგმის გულის მოსაგებად, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო დედამიწაზე იესო ქრისტეს მოსვლა და სიკვდილი.ქიმ 11.3

    ნუთუ ქრისტე იმიტომ მოკვდა, რომ მიეცა თავისუფლება არა ღმერთის, არამედ კერპების თაყვანისცემისა. ეს მაშინ, როცა მცნებაში ნათქვამია: „მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანი და ემსახურე მას”? ან „უფალმა შექმნა ცა და დედამიწა” და რაა მერე? „და დაისვენა მეშვიდე დღეს” და „წმიდაჰყო იგი” და მოგცათ თქვენ, რათა დაიცვათ, როგორც ღმერთის ხელთუქმნელი ძეგლი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ისაა ცოცხალი ღმერთი, რომელმაც შექმნა ზეცა ჩვენს ზემოთ და მიწა, რომელზეც ვდგავართ. მან შექმნა უზარმაზარი ხეები და პაწაწინა ყვავილები, ყველას თავისი შეფერილობა მისცა. ზეციერმა მამამ ადამიანებიც შექმნა და შაბათი მისცა მათ. რისთვის? ეს ძღვენი იყო ადამის მთელი მოდგმისათვის. ადამიანებს მეოთხე მცნება ყოველთვის რომ დაეცვათ, ქვეყანაზე არ იქნებოდა არც ერთი უღმერთო კაცი, რადგან შაბათი დაამოწმებდა, რომ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია.ქიმ 11.4

    მისი ხელი ატყვია ყველა ქმნილებას. განა გასაკვირია, რომ სატანას სურს უფლის კანონის გაუქმება, რომელიც წარმოადგენს ღმერთის კანონის საზომს? კანონი საზომი იქნება იმ სამსჯავროზეც, სადაც გადაიშლება წიგნები და ყოველი კაცი განიკითხება მისი საქმეებისდა მიხედვით. მაგრამ სადაა ჩაწერილი ადამიანთა სახელები? რას ამბობს ის ამის შესახებ? ისინი დაწერილია მის ხელებზე. სადაც ჯვარცმის კვალია დარჩენილი. ადამიანები მისი საკუთრებაა, ისინი ღმერთს ეკუთვნიან ქმნილებისა და გამოსყიდვის უფლებით...ქიმ 11.5

    როგორ ვეხმარებით სატანას, როცა ვეთანხმებით მას, თითქოს უფლის კანონი გაუქმებას საჭიროებს? ამგვარად ჩვენ მთელს შემოქმედებით სამყაროს არასრულყოფილ ღმერთს წარვუდგენთ, რომელმაც შექმნა იმდენად არასრულყოფილი კანონი, რომ საჭირო გახდა მისი გაუქმება. აი, ესაა, რაც სურს სატანას. შეიძლება კი დღეს, ვიშრომოთ ვის მხარეზეც არ უნდა იყოს, გარდა ღმერთისა?ქიმ 11.6