Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენც დავითისნაირად გამოვიცვლებით, 24 მაისი

    „შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის. ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს” (ფსალმ. 27:1).ქიმ 147.1

    დავითის გამოცდილება საჩვენებელია. მისი ცხოვრების ისტორია საინტერესოა ყველასთვის, ვინც მარადიული გამარჯვებისაკენ მიისწრაფვის. ორი ძალა იბრძოდა დავითში გამარჯვებისათვის. ურწმუნოებამ თავისი მეომრები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და შეეცადა ჩაექრო ის ნათელი, რომელიც მასზე ღვთიური ტახტიდან იფრქვეოდა. მეფის გულში ყოველდღიური ბრძოლა მიმდინარეობდა. სატანა ეწინააღმდეგებოდა სიმართლისაკენ დავითის მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს. დავითს ესმოდა, რას ნიშნავს მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა. ზოგჯერ, თითქოს მტერი იმარჯვებდა, მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვა რწმენამ და დავითმაც გაიხარა ღმერთის გადამრჩენელი ძალით.ქიმ 147.2

    ბრძოლა, რომელიც დავითმა გადაიტანა, ქრისტეს ყველა მიმდევარს ელის. სატანა ჩამოვიდა დიდი ძალით. მან იცის, რომ დრო ცოტა დარჩა. ორ ძალას შორის შეჯახება ზეციური სამყაროს თვალწინ ხდება და ანგელოზები მზად არიან მტრის წინააღმდეგ უფლის მხედრობის თავზე ააფრიალონ ალმები და მათ ბაგეებში გამარჯვებისა და სიხარულის გალობა ჩადონ.ქიმ 147.3

    უფლის ნების დამრღვევ ადამიანთა და ხალხთათვის აუცილებლად დადგება განკითხვის დღე. ბევრი უარყოფს ღვთის სიბრძნეს და მიწიერ ადამიანთა ჭკუას ამჯობინებს, აღიარებს ადამიანთა გამოგონებებს და ხრიკებს. დავითმა თავის ტახტზე, გვერდით უფლის სიტყვა მოათავსა და უძლეველი იყო. მაგრამ, როგორც კი მიატოვა ბიბლიური მოძღვრება, საკმაოდ გაიფუჭა თავისი შეუბღალავი რეპუტაცია...ქიმ 147.4

    ჩვენი რელიგია ბიბლიურ ნორმებთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ. საკუთარი თავი იმდენად ბრძენი არ უნდა გვეგონოს, რომ უფლის სიტყვები მივიღოთ ან უარვყოთ ჩვენი სურვილისამებრ. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ წუთისოფელს იმის საბაბი, რომ ჩათვალოს, თითქოს ქრისტიანებს იგივე აზრები და შეხედულებები აქვს, როგორიც წუთისოფელს. მარადიულ ღმერთსა და ეკლესიას - ერთის მხრივ, და წუთისოფელს - მეორე მხრივ, შორის გამყოფი ხაზია გავლებული. მათ შორის ერთობა შეუძლებელია. ერთნი უფლის გზას ირჩევენ, მეორენი - სატანის გზას. ყოველთვის შეიქმნება იმის აუცილებლობა, რომ მაგრად ჩავჭიდოთ ხელი იმ რწმენას, რომელიც ერთხელაც წმინდანებს მიეცათ...ქიმ 147.5

    წუთისოფელს სძულს ბიბლია, იმიტომ რომ ის უკრძალავს მათთვის ესოდენ საყვარელი ცოდვების ჩადენას და ხასიათის მემკვიდრეობითი ან შეძენილი თვისებების შენარჩუნებას. მათ სურთ, რომ მათი იდეებით ღვთიური გონების მსგავსად იხელმძღვანელონ. ისინი ეწინააღმდეგებიან ღვთის სიტყვას იგივე მიზნით, რის გამოც იუდეველები გაჰყვიროდნენ: „სიკვდილი ქრისტეს!” საქმე კი იმაშია, რომ ქრისტე ამხელდა ცოდვებს და აშიშვლებდა იუდეველთა ურჯულოებას.ქიმ 147.6