Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მოკრძალებული დავალებები უფრო ამაღლებული მსახურებისათვის გვამზადებს., 10 ივნისი

    „არის აქ ელისე, შაფატის ძე, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელის დასაბანად” (4 მეფ. 3:11).ქიმ 164.1

    ელისემ დატოვა მშობლიური სახლი სინანულისა და მერყეობის გარეშე. სახლში ლხინი გაიმართა იმის აღსანიშნავად, რომ ოჯახის ერთერთ წევრს ასეთი დიდი პატივი ერგო წილად. რითი დაიწყო მისი მსახურება? მან მცირედით დაიწყო და გულწრფელად ასრულებდა უმნიშვნელო დავალებებს. მასზე ნათქვამია, რომ ის წყალს უსხამდა ხელებზე ელიას. სხვა სიტყვებით, ის წინასწარმეტყველის პირადი მსახური გახდა.ქიმ 164.2

    ნებისმიერი სამუშაო, რა უმნიშვნელოც არ უნდა გვეჩვენებოდეს იგი, მისაღებია ღმერთისათვის ისევე, როგორც ყველაზე ამაღლებული მსახურება, თუკი იგი სრულდება ისე, როგორც ღმერთისათვის... ყოველი, ვინც ღმერთის შვილად თვლის თავს, მოწოდებულია, შეასრულოს მოკრძალებული, ნებაყოფლობითი მსახურება.ქიმ 164.3

    მას შემდეგ, რაც ელისე გარკვეული დროით ელიას ემსახურებოდა, ის მისი ადგილის დასაკავებლად იყო მოხმობილი. და ახლა უკვე ვეღარავინ გახდებოდა უპირატესი. ის შრომობდა ელიას ხელმძღვანელობით როგორც შეგირდი და მოწაფე, მაგრამ დადგა ჟამი, როცა მისი ბატონი ზეცაში წაიყვანეს და მაშინ ის, ვინც მას ემსახურებოდა, მოწინავე რიგში აღმოჩნდა. და როგორც ელია იყო მზად ზეცაში გადანაცვლებისათვის, ასევე ელისეც მზად იყო, დაეკავებინა მისი ადგილი და წინასწარმეტყველის შემცვლელი გამხდარიყო...ქიმ 164.4

    „და მიადგნენ ელისეს იერიხონის წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს: ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? და თქვა: მეც ვიცი. დადუმდით. და უთხრა მას ელიამ: აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალი. და თქვა: უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ. და წავიდნენ ორივენი... ეს ორნი იორდანესთან იდგნენ. და აიღო ელიამ თავისი მოსასხამი დაგორგლა და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი ხმელეთზე გავიდნენ... და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.ქიმ 164.5

    და უყურებდა ელისე... და აიღო ელიას მოსასხამი, მას რომ დაუვარდა და დაჰკრა წყალს და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? და დაჰკრა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა”...ქიმ 164.6

    როდესაც ელისე მინდორს ხნავდა, კარგი გაკვეთილი შეითვისა: არ უნდა განეწყო მარცხისათვის ან ჩავარდე სასოწარკვეთილებაში. ახლა მან ხელში აიღო სულიერი შრომის გუთანი და არც არასოდეს დაღლილა, არც სულით დაცემულა. ყოველთვის, როცა სთავაზობდნენ უკან დაბრუნებას, იგი ამბობდა: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ”.ქიმ 164.7